ქიროტონიის წლისთავზე მისმა უნეტარესმა წირვა აღავლინა
ღვთისმსახურება ფეოფანიაში. ფოტო: news.church.ua
საეპისკოპოსო კურთხევის 33 წლისთავზე უკრაინის მართლმადიდებლური ეკლესიის წინამძღვარმა, მისმა უნეტარესმა მიტროპოლიტმა ონუფრიმ საღმრთო ლიტურგია აღავლინა ფეოფანიის მონასტერში, იუწყება უმე-ის საინფორმაციო-საგანმანათლებლო დეპარტამენტი.
2023 წლის 9 დეკემბერს, უკრაინის მართლმადიდებლური ეკლესიის წინამძღვრის, კიევისა და სრულიად უკრაინის მიტროპოლიტ ონუფრის ეპისკოპოსად კურთხევის 33 წლის იუბილეს აღსანიშნავად, პანტელეიმონის მონასტერში (ფეოფანია) აღევლინა სადღესასწაულო წირვა.
წინამძღვარს მსახურებაში ეხმარებოდნენ უმე-ის ეპისკოპოსები, კიევის სასულიერო პირები და სტუმრები სხვადასხვა ეპარქიიდან.
ლიტურგიაზე ლოცულობდნენ უმე-ის მონასტრების წინამძღვრები. ლიტურგიული გალობა შეასრულა კიევის სასულიერო აკადემიისა და სემინარიის გუნდმა იერონონი იოასაფის (მირონოვი) ხელმძღვანელობით.
ლიტურგიაზე ილოცეს უკრაინის მიწაზე მშვიდობისთვის, ჩვენი ხალხისთვის, ხელისუფლებისა და ჯარისკაცებისთვის.
ლიტურგიის დასრულების შემდეგ მისასალმებელი სიტყვა წარმოთქვა ტერნოპოლისა და კრემენეცის მიტროპოლიტმა სერგეიმ, წმინდა სინოდის სახელით. წინამძღვარმა ყველას მადლობა გადაუხადა საერთო ლოცვისა და მისალმებისთვის.
მჟკ წერდა, რომ სერბეთის პატრიარქმა მიტროპოლიტ ონუფრის ქიროტონიის წლისთავი მიულოცა.
ვენაში 20 000 ქრისტიანმა მიიღო მონაწილეობა „იესოს მარშში“
ვენაში იესოს მარშში ასზე მეტმა ქრისტიანულმა თემმა მიიღო მონაწილეობა.
საფრანგეთის ქალაქ რენში საღმრთო ლიტურგია აღევლინა
ღვთისმსახურების დასრულების შემდეგ დეკანოზმა სპირიდონ გრიგოლაშვილმა მრევლის აქტიურ წევრებს მადლობის სერტიფიკატები გადასცა.
ზუგდიდის ივერიის საკათედრო ტაძარში ღვთისმშობლობა აღინიშნა
ღვთისმსახრუება ზუგდიდისა და ცაიშის მიტროპოლის გერასიმემ ლოცვა-კურთხევით აღესრულა.
გარდაიცვალა ყოველთა წმინდანთა სახელობის ტაძრის წინამძღვარი იოანე წკეპლაძე
დეკანოზი იოანე წკეპლაძე 22 სექტემბერს, თბილისის ზემო ფონიჭალაში მდებარე ყოველთა წმინდანთა სახელობის ტაძრის ეზოში დაიკრძალება.
დიდუბის პანთეონში ღვთისმშობლის შობის დღესასწაული აღინიშნა
ტაძარში ღვთისმშობლის ხატი გამოაბრძანეს — მრევლს შესაძლებლობა აქვს, ხატს თაყვანი სცეს და ილოცოს.
კათოლიკოს-პატრიარქი წირვას ბათუმის ღვთისმშობლის საკათედრო ტაძარში ატარებს
სადღესასწაულო ღვთისმსახურება ტაძარში 10:00 საათზე დაიწყო.