შოსტაცკი: უმე-დან ჩვენ ფულს მოსკოვში არ ვაგზავნიდით
მეუ-ს ,,იერარქი'' სიმონი (შოსტაცკი). ფოტო: eukraina.com
უმე-დან წასულმა ყოფილმა მიტროპოლიტმა სიმონმა (შოსტაცკი) , რომელმაც მიმდინარე წელს აღნიშნა თავისი ,,მიტროპოლიტობის’’ 25 წლისთავი, DetectorUA - სთან ინტერვიუში განაცხადა, რომ უკრაინის მართმადიდებლური ეკლესია ფულს მოსკოვში არ აგზავნიდა.
ჟურნალისტის კითხვაზე, მართალია თუ არა, რომ რუსეთის მართმადიდებლური ეკლესია უმე-ს მხარეს იყო ყოველთვის ფულის გამო,მან უპასუხა, რომ ,,სწორედ ფინანსურ საკითხებში არც ისე’’.
«რადგანაც ჩვენ ფულს არ ვაგზავნიდით მოსკოვში, გადასახადს არ ვუხდიდით მათ, - ახსნა მან. – მაგრამ მიუხედავად ამისა, უკრაინული ეკლესია (მოსკოვს, - რედ.) მხარს უჭერდა, რადგანაც ყველა საეკლესიო საჭიროების ნივთის ყიდვა ხდებოდა იქ, მოსკოვში. განსაკუთრებით ძვირადღირებული ნივთები, - როგორიცაა ჯვრები, მიტრა, ანაფორა, პანაგია. მაშინ ყველაფერი მოსკოვიდან ჩამოგვქონდა».
ამ ლაპარაკში შოსტაცკიმ ფაქტიურად განაცხადა ,,მოსკოვის მხარდაჭერაზე’’ უნიათებსა და სქიზმატიკოსებზე, ხაზი გაუსვა , რომ მოსკოვის გარეუბან სოფრინაში , სადაც მზადდება საეკლესიო ნივთების ძირითადი ნაწილი, «საეკლესიო ნივთებს იძენდნენ ასევე კათოლიკები, ბერძენი კათოლიკები, და მათ შორის როგორც ამბობდნენ კიევის საპატრიარქოს სქიზმატიკოსები , ან - ავტოკეფალური ეკლესია,და ჩვენი მართმადიდებლური ეკლესიის განშტოებები უკრაინაში. ყველა იქ მიდიოდა და ყველაფერს იქ ყიდულობდნენ ».
«ეს არის ის მხარე, რომელსაც ჩვენ ვუწოდებთ მატერიალურს, ფულადი –იქ მხოლოდ საეკლესიო ნივთებს ვყიდულობდით. ხოლო უშუალოდ ფინანსები - ასეთი არაფერი ყოფილა. მე, როგორც მომავალი არქიეპისკოპოსი, ვერ ვიტყვი, რომ მსგავსი რამე არ მომხდარა», – განაცხადა შოსტაცკიმ.
შეგახსენებთ, მეუ-ს «იერარქ» სიმონს (შოსტაცკი) სწამს «ადამიანური და სულიერი» ურთიერთობების აღდგენისა მას მერე რაც სწავლობდა მოსკოვის სასულიერო სემინარიაში თავის მეგობრებთან ერთად, რომელთაგან უმრავლესობა «დროებით შეჩერებულია ».
21 სექტემბერს რუსთავში საჯარო ლექცია გაიმართება
ღონისძიების ფარგლებში გაიმართება ლექციები თემებზე „ქართული ჰაგიოგრაფია“ და „წმინდა ნინო — დედა ქართლისა“.
შიდა ქართლის ჩრდილოეთ სოფლებში ლოცვითი მსვლელობა გრძელდება
ქრისტიანობის სახელმწიფო რელიგიად გამოცხადებიდან 1700 წლისთავთან დაკავშირებით, მეუფე ანდრიას ეპარქიებში ლოცვითი მსვლელობა იმართება.
კვიპროსის ეკლესია: მოვუწოდებთ სახელმწიფოს, შეაჩეროს სტავროვუნის მონასტერთან კარიერის გაფართოება
კვიპროსის ეკლესიის წმინდა სინოდი 2026 წლის 17 სექტემბერს შეიკრიბა სტავროვუნის მონასტრის ტერიტორიაზე კარიერის გაფართოების საკითხთან დაკავშირებით.
გერმანიაში ისლამისტი მიგრანტი დააკავეს, რომელიც ეკლესიაზე თავდასხმას გეგმავდა
გამომძიებლების თქმით, 24 წლის ერაყელმა შეიძინა იარაღი და დაათვალიერა ბრემენში მდებარე ეკლესია, რომელზეც თავდასხმას გეგმავდა.
ღვთისმშობლის შობის სადღესასწაულო ღამისთევის მსახურება ჩატარდება ზემო ბეთლემის ტაძარში
ღვთისმსახურებას ტაძრის წინამძღვარი დეკანოზი იოანე აღავლენს.
საქართველოს საპატრიარქოში მორიგი ღონისძიება გაიმართა
2026 წელს პროგრამაში 288 საჯარო სკოლა ჩაერთო — ღირებულებითი განათლების კლუბები სკოლებში მუშაობას მომავალი კვირიდან დაიწყებენ.