მეუ-ს შექმნით ფანარიონს არ სურდა ეკლესიური მშვიდობა უკრაინაში,- თეოლოგი
ფანარიონის მეთაური პატრიარქი ბართლომე ხელს აწერს ტომოსს მეუს-ს შესახებ.ფოტო: president.gov.ua
კონსტანტინეპოლის პატრიარქი ბართლომე არ ისახავდა და არ ისახავს მიზნად მიაღწიოს ეკლესიურ მშვიდობას უკრაინაში, არამედ უნდოდა ეჩვენებინა "ვინ არის მთავარი" მსოფლიო მართლმადიდებლობაში, განმარტა სანტკ-პეტერბურგის სასულიერო სემინარიის პედაგოგმა ღვთისმეტყველების კანდიდატმა პროტოდიაკონმა კონსტანტინ მარკოვიჩმა თავის სტატიაში საიტზე NEWS 24UA.
ფანარის მეთაური "დემონსტრატიულად არაფრად არ აგდებდა უმე-ს აზრს და სურვილს, მისი წინამძღოლის, ეპისკოპატის, კლირის და ხალხის", აღნიშნა თეოლოგმა. შემდგომ ბართლომემ განაცხადა, რომ ეპიფანე დუმენკო- კიევის ერთადერთი კანონიერი მიტროპოლიტია.
ანუ ფანარიონის მეთაური თვლის უნეტარეს მიტროპოლიტ ონუფრის და უმე-ს ეპისკოპოსებს მათი კათედრების კანონიერი უფლებების მიღმა, უგულვებელყო რა ამით უმრავლესობა მართლმადიდებელი უკრაინელის შეხედულება.
"თუ პატრიარქი ნამდვილად აპირებდა სქიზმის მკურნალობას, მაშინ როგორ შეიძლება მტრობის ხელშეწყობა და შეურაცხმყოფელი დამოკიდებულება უმე-ს მიმართ?"- გაკვირვებულია სტატიის ავტორი.
პატრიარქ ბართლომეს ამასწინდელი ინტერვიუს ანალიზისას თეოლოგმა შენიშნა, რომ სტამბულის ეკლესიის რეალური მოტივები არის "მიზანი დაიმკვიდროს თავისი წარმოსახვითი პრივილეგიები და "წმინდა უფლებები და პასუხისმგებლობები" და აიღოს რევანში გამოგონილ წყენაზე მოსკოვის საპატრიარქოს მიმართ".
"ეს -დაძველებული კომპლექსები და ფობიებია. ამიტომ ნებისმიერი მსჯელობა "კანონიერება/არაკანონიერებაზე" კონსტანტინოპოლის საპატრიარქოს მოქმედებაზე უკრაინაში ამიერიდან მოკლებულია ყველანაირ აზრს. წმინდა კანონებს აქ, სინამდვილეში, უკვე არავითარი მნიშვნელობა არააქვს,"- დარწმუნებულია მამა კონსტანტინე.
როგორც მართლმადიდებელ ჟურნალისტთა კავშირი იუწყება, ფანარიონის მეთაური გვარწმუნებს, რომ მართლმადიდებელ ეკლესიაში არავითარი განხეთქილება არ არსებობს.
წაიკითხეთ ასევე
ღვთისმშობლის შობის სახელობის საკათედრო ტაძარში ხელდასხმის რიტუალი შესრულდა
ხელდასხმა გარდაბნისა და მეტყოფის ეპისკოპოსმა შეასრულა.
ეპისკოპოსმა ღვთისმშობლობასთან დაკავშირებით საზეიმო ღვთისმსახურება აღავლინა
მეუფე მელქისედეკმა ზესტაფონის საკათედრო ტაძარში საღმრთო ლიტურგია, ხოლო ლახუნდარას ღვთისმშობლის შობის ტაძარში საზეიმო პარაკლისი აღავლინა.
კაჭრეთში ღვთისმშობლის შობის სახელობის ტაძარი აკურთხეს
ტაძარი ღვთისმშობლის შობის დიდებულ დღესასწაულზე საგარეჯოსა და ნინოწმიდის მთავარეპისკოპოსმა ლუკამ (ლომიძე) აკურთხა.
ჩრდილოეთ ამერიკის ეპისკოპოსმა საბამ ხელდასხმის რიტუალი შეასრულა
ხელდასხმის საიდუმლოება ბრუკლინის ქართულ სამრევლოში 21 სექტემბერს აღესრულა.
პატრიარქმა შიო III-მ ბათუმში ღვთისმშობლის შობის დღესასწაულზე იქადაგა
„დედა ღვთისმშობელი მფარველობს ჩვენს ეკლესიას, ჩვენს ერს და ყოველ ჩვენგანს“ — პატრიარქმა აჭარის სულიერ ისტორიაზე, რწმენის მნიშვნელობასა და ბათუმისა და ლაზეთის ეპარქიის მსახურებაზე ისაუბრა.
სერბეთში სვიატოგორსკში ბერის მკვლელობას ადამიანური ბოროტება უწოდეს
სერბმა მღვდელმა სინისა ბუვაჩმა სვიატოგორსკის ლავრაში ბერი ბარსანოფის მკვლელობას ანტიქრისტიანული ცოდვა უწოდა.