ფანარიონმა „გაათხოვა“ უმე, - შოსტაცკი ტომოსის შესახებ

უკრაინული დელეგაცია სტამბულში. ფოტო: twitter.com/AndriyParubiy

უკრაინული დელეგაცია სტამბულში. ფოტო: twitter.com/AndriyParubiy

უკრაინაში მართლმადიდებელი ეკლესიის ვინიცკისა და ბარსკის „მიტროპოლიტმა“ სვიმეონ შოსტაცკიმ პროგრამის «На часі»  ეთერში უკრაინაში მართლმადიდებელი ეკლესიის მიერ ტომოსის მიღება გათხოვებას შეადარა.

ის ყვებოდა, რომ ეპიფანე დუმენკომ 6 იანვარს ფანარიონის მეთაურისგან პატრიარქ ბართლომესგან მიიღო ტომოსი, „რომელშიც ეწერა, რომ კონსტანტინოპოლის დედა-ეკლესია თავის შვილს, უკრაინის ეკლესიას დამოუკიდებლობას ანიჭებს, ესე იგი ავტოკეფალიას - უშვებს მას“.

შოსტაცკის აზრით, ტომოსის მიღება შეიძლება შევადაროთ იმას, როდესაც „დედა, მშობლები ათხოვებენ ქალიშვილს, ესე იგი უშვებენ მას დამოუკიდებელ ცხოვრებაში. ის მიდის თავისი სახლიდან. ჩვენც ასევე ვგრძნობდით თავს ამ სიმაღლეზე“, - დაასრულა უკრაინაში მართლმადიდებელი ეკლესიის „იერარქმა“.

მანამდე მართლმადიდებელ ჟურნალისტთა კავშირი წერდა, რომ უკრაინაში მართლმადიდებელი ეკლესიის „იერარქმა“ სვიმეონ შოსტაცკიმ განაცხადა, რომ ჯერ კიდევ ტომოსის მიღებამდე ეჭვი ეპარებოდა კიევის საპატრიარქოს უკრაინის მართლმადიდებელი ეკლესიის „ეპისკოპოსური“ ქიროტონიების ჭეშმარიტებაში.

ცაგერისა და ლენტეხის ეპარქიის მღვდელმთავარი ადგილობრივ მოსახლეობას შეხვდა

მიტროპოლიტმა სტეფანემ სოფელ უსახელოს წმინდა გიორგის ტაძარში წირვა აღასრულა.

რენესა და სენ-ბრიეში 24–25 ოქტომბერს საღმრთო ლიტურგია აღევლინება

დასავლეთ ევროპის მიტროპოლიტ აბრაამის ლოცვა-კურთხევით, ღვთისმსახურებებს დეკანოზი სპირიდონ გრიგოლაშვილი აღასრულებს.

წმ. გაბრიელის სახელობის სკოლა-გიმნაზიას სვანეთიდან მახარობელთა ჯგუფი ეწვია

ქრისტიანობის სახელმწიფო რელიგიად გამოცხადების 1700 წლის იუბილესთან დაკავშირებით სტუმრებმა სასწავლებელში ხატი მოაბრძანეს და თემატური ფილმების ჩვენება გაიმართა.

საბერძნეთის ეკლესიის იერარქი დამღუპველი სექტების საფრთხეზე გვაფრთხილებს

კორფუს მიტროპოლიტმა ნექტარიოსმა სასულიერო პირებს მოუწოდა სულიერი სიფხიზლისკენ და კატეხიზმოს გაძლიერებისკენ, რათა მორწმუნეები სექტების გავლენისგან დაიცვან.

თბილისის სასულიერო აკადემიაში ილია II-ის ხსოვნისადმი მიძღვნილი ღონისძიება გაიმართა

სტუდენტებმა კათოლიკოს-პატრიარქის ხსოვნას საკუთარი ლექსები, წერილები და ჩანახატები მიუძღვნეს .

ბაგრატის საკათედრო ტაძარში პატრიარქ ილია II-ის სულის მოსახსენებელი ლიტურგია აღევლინება

24 ოქტომბერს, დილის 09:00 საათზე, ღვთისმსახურებას ქუთათელ-გაენათელი მიტროპოლიტი იოანე აღასრულებს.