ფსიქიატრი: ლგბტ იდეოლოგიის გაცნობის შემდეგ, მოზარდებს სქესის შეცვლა სურთ

გეი-პრაიდის მონაწილე ბავშვი. ფოტო: noi.md

ფინელმა ფსიქიატრმა რიიტაკერტუ კალტიალამ განაცხადა, რომ მოზარდთა უმრავლესობა, რომლებმაც გადაწყვიტეს სქესის შეცვლა, ამას ლგბტ იდეოლოგიის გაცნობის შემდეგ აკეთებენ, იუწყება გამომცემლობა The Free Press.

რიიტაკერტუ კალტიალა, რომელიც ეგრეთ წოდებული ტრანს-მედიცინის ერთ-ერთ პიონერად ითვლება, ყვებოდა ჰოლანდიელი მედიკოსების კვლევების შესახებ, რომლებმაც 2011 წელს გამოაქვეყნეს სტატია იმის შესახებ, რომ „თუ ახალგაზრდები გენდერული დისფორიით შეძლებდნენ  ბუნებრივი სქესობრივი მომწიფებისგან თავის არიდებას, ფარმაცევტული პრეპარატების საშუალებით მის  ბლოკირებას, შემდგომ კი საწინააღმდეგო სქესის ჰორმონების მიღებას, ისინი შეძლებდნენ საკუთარი ტრანსგენდერული ცხოვრების დაწყებას“.

ეს კვლევა, რომელსაც იცნობენ სახელით „ჰოლანდიური პროტოკოლი“, აღწერდა ექსპერიმენტს მცირერიცხოვანი რაოდენობის ახალგაზრდების მონაწილეობით (თითქმის ყველა მამაკაცი), რომლებიც ბავშვობიდან ამტკიცებდნენ, რომ გოგოები არიან.

„ზედმიწევნით შერჩეული პაციენტები, გენდერული აშლილობის გარდა, ფსიქიკურად ჯანმრთელები და მაღალფუნქციონალურები იყვნენ“, ხოლო „ჰოლანდიელი ექიმები იუწყებოდნენ, რომ ნაადრევი ჩარევის შემდეგ ეს ახალგაზრდები საწინააღმდეგო სქესის წარმომადგენლები გახდნენ“, - წერს კალტიალა.

ფინელი ფსიქიატრის სტატიაში ნახსენებია, რომ „ჰოლანდიური პროტოკოლი“ სწრაფად იყო მიღებული საერთაშორისო დონეზე როგორც მკურნალობის ოქროს სტანდარტი პედიატრული გენდერული მედიცინის ამ ახალ სფეროში“ და ამასთან ერთდროულად „წარმოიშვა აქტივისტთა მოძრაობა, რომელმაც განაცხადა სქესის შეცვლა არა როგორც მარტო სამედიცინო პროცედურა, არამედ ადამიანის უფლება“.

თუმცა ეს მოზარდები, რომლებმაც „გენდერული თერაპიის“ გამო ფინეთის საავადმყოფოებს მიაკითხეს, „სულაც არ იყვნენ ისეთები, როგორც მათ ჰოლანდიელები აღწერდნენ“.

„ჩვენ ველოდით მცირე რაოდენობის ბიჭებს, რომლებიც ამტკიცებდნენ, რომ გოგოები არიან. ამის ნაცვლად, ჩვენი პაციენეტების 90 პროცენთი გოგონები აღმოჩნდნენ, ძირითადად 15-17 წლის ასაკის, რომელთა უმრავლესობას  მძიმე ფსიქიკური დაავადებები ჰქონდა“, - წერს კალტიალა.

ფსიქიატრი აღნიშნავს, რომ ზოგიერთი მათგანი იყო ისეთი ოჯახებიდან, სადაც უამრავი ფსიქო-სოციალური პრობლემა იყო.

კალტიალა წერს, რომ „მათ უმრავლესობას რთული ადრეული ბავშვობა ჰქონდა, სირთულეები განვითარებაში, ძლიერი  ბრაზის გამოვლინებებით და სოციალური იზოლაციით. მათ პრობლემები ჰქონდათ სწავლაში, მარტოები და გულჩათხრობილები იყვნენ. ჰქონდათ დეპრესია და შფოთი, ზოგიერთს კვებითი ქცევის აშლილობა ჰქონდა, ახასიათებდათ თვითდაზიანებები, ჰქონდათ ფსიქოზური ეპიზოდები. ბევრს აუტისტური სპექტრის აშლილობა ჰქონდა“.

„აღსანიშნავია, რომ მხოლოდ ზოგიერთი გამოხატავდა რამე გენდერულ დისფორიას მანამდე, სანამ მათ მოზარდობის ასაკში არ განაცხადეს ამის შესახებ. ისინი მოდიოდნენ ჩვენთან, იმიტომ რომ მათ მშობლებს, ძირითადად დედებს, ვიღაცამ ლგბტ ორგანიზაციიდან უთხრა, რომ გენდერული იდენტობა მათი შვილის ნამდვილი პრობლემაა, ან თვითონ ბავშვმა ნახა ინტერნეტში რაღაც ისეთი, რაც სქესობრივი გადასვლის  უპირატესობებზე მიუთითებდა“, - ხაზი გაუსვა კალტიალამ.

კალტიალას სტატიაში ნათქვამია, რომ „კლინიკის არსებობის პირველი რამდენიმე წლის განმავლობაში გენდერული მედიცინა სწრაფად გახდა პოლიტიზირებული“, და „ცოტას თუ უჩნდებოდა კითხვა, თუ რას ამბობდნენ აქტივისტები, რომელთა შორის სამედიცინო მუშაკებიც იყვნენ“.

„რა თქმა უნდა, არ არსებობს მექანიზმი, რომლის დახმარებით ჰორმონების დიდ დოზას შეუძლია აუტიზმის ან სხვა ნებისმიერი ფსიქიკური დაავადების განკურნება“, - აგრძელებს ფსიქიატრი და აღნიშნავს, რომ „დავიწყე ჩვენი დაკვირვებების გაზიარება ევროპის პროფესიონალთა ქსელში“.

კალტიალას სიტყვებით, „ყველას ჰყავდა გოგონების თანაბარი რაოდენობა უამრავი ფსიქიკური პრობლემით. ამანაც დააფიქრა კოლეგები სხვადასხვა ქვეყნიდან და ბევრმა თქვა, რომ მათთვის შვება იყო იმის გაგება, რომ მათი გამოცდილება უნიკალური არ არის“.

მანამდე მჟკ წერდა, რომ ფინელმა ფსიქიატრმა რიიტაკერტუ კალტიალამ აღნიშნა, რომ სქესის შეცვლის ოპერაციები, აგრეთვე სქესობრივი მომწიფების ბლოკატორების გამოყენება კონტროლს ვეღარ ექვემდებარება.

21 სექტემბერს რუსთავში საჯარო ლექცია გაიმართება

ღონისძიების ფარგლებში გაიმართება ლექციები თემებზე „ქართული ჰაგიოგრაფია“ და „წმინდა ნინო — დედა ქართლისა“.

შიდა ქართლის ჩრდილოეთ სოფლებში ლოცვითი მსვლელობა გრძელდება

ქრისტიანობის სახელმწიფო რელიგიად გამოცხადებიდან 1700 წლისთავთან დაკავშირებით, მეუფე ანდრიას ეპარქიებში ლოცვითი მსვლელობა იმართება.

კვიპროსის ეკლესია: მოვუწოდებთ სახელმწიფოს, შეაჩეროს სტავროვუნის მონასტერთან კარიერის გაფართოება

კვიპროსის ეკლესიის წმინდა სინოდი 2026 წლის 17 სექტემბერს შეიკრიბა სტავროვუნის მონასტრის ტერიტორიაზე კარიერის გაფართოების საკითხთან დაკავშირებით.

გერმანიაში ისლამისტი მიგრანტი დააკავეს, რომელიც ეკლესიაზე თავდასხმას გეგმავდა

გამომძიებლების თქმით, 24 წლის ერაყელმა შეიძინა იარაღი და დაათვალიერა ბრემენში მდებარე ეკლესია, რომელზეც თავდასხმას გეგმავდა.

ღვთისმშობლის შობის სადღესასწაულო ღამისთევის მსახურება ჩატარდება ზემო ბეთლემის ტაძარში

ღვთისმსახურებას ტაძრის წინამძღვარი დეკანოზი იოანე აღავლენს.

საქართველოს საპატრიარქოში მორიგი ღონისძიება გაიმართა

2026 წელს პროგრამაში 288 საჯარო სკოლა ჩაერთო — ღირებულებითი განათლების კლუბები სკოლებში მუშაობას მომავალი კვირიდან დაიწყებენ.