უმე-ს მმართველი: ჩვენ თავს გვახვევენ მართლმადიდებლობის დამახინჯებულ ასლს

უმე-ს საქმეთმმართველი მიტროპოლიტი ანტონი (პაკანიჩი).ფოტო : vesti.ua
ჩვენს თვალწინ იქმნება მსოფლიო მართლმადიდებლობის არასრულყოფილი და მავნე ასლი, ხაზი გაუსვა უკრაინის მართლმადიდებელი ეკლესიის საქმეთა მმართველმა, ბორისპოლისა და ბროვარის მიტროპოლიტმა ანტონმა (პაკანიჩმა) Vesti.ua-თან ინტერვიუში.
მიტროპოლიტის აზრით, „სრულიად მართლმადიდებლური ერთობა, როგორც უტყუარი ფაქტი, აღარ არსებობს“ და „ახლა ჩვენს თვალწინ იქმნება მსოფლიო მართლმადიდებლობის არასრულყოფილი და მავნე ასლი“.
„ამ პარალელურ სისტემაში ყველაფერი გადაგვარებული და დამახინჯებულია, - განმარტა მან. - კერძოდ, ნორმალურად ითვლება განხეთქილებაში მყოფთა ლეგალიზაცია, მსახურება პირებთან, ვინც სინამდვილეში ხელდასხმული არ არის, საეკლესიო მმართველობის კრებითი ფორმატის უგულებელყოფა.
აქედან გამომდინარე, დაამატა უკრაინის მართლმადიდებელი ეკლესიის საქმეთა მმართველმა, მსოფლიო მართლმადიდებლობაში არსებული კრიზისი უნდა განვიხილოთ არა როგორც მხოლოდ დაპირისპირება „ბერძნულ“ და „სლავურ“ სამყაროთა შორის ან ადმინისტრაციული საეკლესიო საზღვრებისთვის ბრძოლა - „ყველაფერი უფრო რთულად და მწვავედ არის“.
„ფაქტიურად ხდება დიდი განხეთქილება, რომელიც აზარალებს სულ უფრო მეტ ადგილობრივ ეკლესიას. სწორედ ამიტომ ახლანდელი კრიზისის არსი შეიძლება დავიყვანოთ ბრძოლაზე იმათ შორის, ვისაც სურს შექმნას თავისი, მოხერხებული და საკუთარ ინტერესებთან შესაბამისი მართლმადიდებლობის ვერსია და ვისაც სურს მართლმადიდებლობისადმი ერთგულების შენარჩუნება“, - ხაზი გაუსვა მიტროპოლიტმა ანტონმა.
შეგახსენებთ, რომ ადრე უკრაინის მართლმადიდებელი ეკლესიის საქმეთა მმართველმა განაცხადა, რომ სრულიად მართლმადიდებლური ერთობა დაინგრა პატრიარქ ბართლომეს მთავრობის მოყვარეობის გამო.
წაიკითხეთ ასევე
უწმინდესისა და უნეტარესის შიო III-ის ქადაგება სულთმოფენობიდან ოცდამეერთე კვირას
,,ყოველი ჩვენგანი ცხოვრებაში – სამსახურში, ოჯახში თუ ცხოვრებისეულ გარემოებებში – ვხვდებით სირთულეებს, მწუხარებას და ძალიან განვიცდით ამის გამო, მაგრამ უფალი გვასწავლის, რომ ნუ სტირი და ნუ მწუხარებ.''- შიო III
იგეგმება მეტეხის ღვთისმშობლის ტაძრის სრული რეაბილიტაცია
პროექტი ეროვნული მნიშვნელობის ძეგლის კონსტრუქციულ გამაგრებას, ნესტით გამოწვეული დაზიანებების აღმოფხვრასა და კომპლექსის სამრეკლოსა და გალავნის რეაბილიტაციას მოიცავს.
თბილისის სასულიერო აკადემიასა და სემინარიას მოსწავლეები ეწვივნენ
სტუმრები ქრისტიანული ხელოვნებათმცოდნეობის ფაკულტეტის საქმიანობას გაეცნენ და ხატწერისა და ნაქარგობის სახელოსნოები დაათვალიერეს.
საპატრიარქომ მიტროპოლიტ თეოდორეს მღვდელმთავრობის 30 წლისთავი მიულოცა
საიუბილეო მილოცვაში მღვდელმთავარს ღვთის შემწეობა, ჯანმრთელობა და ეკლესიისა და ერის საკეთილდღეოდ მრავალჟამიერი სიცოცხლე უსურვეს.
გურჯაანისა და ველისციხის ეპარქიაში სასკოლო შეხვედრები გაგრძელდა
„ღირებულებითი განათლების“ კლუბების ფარგლებში ბაკურციხისა და ვეჯინის საჯარო სკოლებში სასულიერო პირებმა მოსწავლეებთან თემატური შეხვედრები გამართეს.
აფხაზეთის №1 საჯარო სკოლაში საგანმანათლებლო-კულტურული ღონისძიება გაიმართა
ზუგდიდში გამართულ შეხვედრაზე საქართველოს ეკლესიის ავტოკეფალიას, ქრისტიანობის სახელმწიფო რელიგიად გამოცხადების 1700 წლისთავსა და ქართული კულტურის მრავალფეროვნებას დაეთმო ყურადღება.