ეპისკოპოსმა ათანასემ მოინახულა დაზარალებული უმე-ს გაერთიანება სოფელ ოშჩევში

კამენ-კაშირსკის ეპისკოპოსი აფანასი უმე-ს წარმომადგენლებთან ერთად სოფელ ოშჩევში.ფოტო : pravoslavna.volyn.ua
კვირას, 27 დეკემბერს, კამენ-კაშირსკის ეპისკოპოსმა ათანასემ იმსახურა საეკლესიო რეიდერობისგან დაზარალებული უკრაინის მართლმადიდებელი ეკლესიის გაერთიანებისთვის ვოლინსკის ოლქის გოროხოვოს რაიონის სოფელ ოშჩევში, იუწყებოდნენ ეპარქიის პრეს-სამსახურში.
უკრაინის მართლმადიდებელი ეკლესიის ჯვართამაღლების გაერთიანების მორწმუნეები ოშჩევში ლოცულობენ სასაფლაოს სამრეკლოში. იქ მღვდელმთავარმა ჩაატარა ღამისთევით მსახურება და წმიდა მამამთავართა კვირის საღვთო ლიტურგია.
საღვთო მსახურების დროს მორწმუნეებმა განსაკუთრებით ილოცეს უკრაინაში მშვიდობისთვის და მართლმადიდებლობის ერთიანობისთვის, ეპიდემიის დასრულებისთვის და ექიმებისთვის.
ბოლოს ტაძრის წინამძღვარმა მადლობა გადაუხადა ვიზიტისთვის მეუფე ათანასეს და თხოვა მუდმივად მოიხსენიოს თავის ლოცვებში სოფელ ოშჩევის მართლმადიდებლური გაერთიანება.
თავის მხრივ, ეპისკოპოსმა ათანასემ გამამხნევებელი სიტყვები გადასცა ეპარქიის მმართველისგან. იერარქმა უსურვა მრევლის წევრებს, რომ არ გაბოროტდნენ რთული განსაცდელების გამო, არამედ სულ ილოცონ და მადლობდნენ უფალს.
როგორც მართლმადიდებელ ჟურნალისტთა კავშირი იუწყებოდა, 2019 წლის თებერვლის ბოლოს უკრაინაში მართლმადიდებელმა ეკლესიამ თავისად გამოაცხადა უკრაინის მართლმადიდებელი ეკლესიის ჯვართამაღლების ტაძარი სოფელ ოშჩევში. მრევლი გადაიყვანეს ახალ რელიგიურ სტრუქტურაში სოფლის მკვიდრის ინიციატივით, რომელიც გადავიდა უკრაინის მართლმადიდებელი ეკლესიის ექს-მიტროპოლიტთან ალექსანდრე დრაბინკოსთან.
წაიკითხეთ ასევე
უწმინდესისა და უნეტარესის შიო III-ის ქადაგება სულთმოფენობიდან ოცდამეერთე კვირას
,,ყოველი ჩვენგანი ცხოვრებაში – სამსახურში, ოჯახში თუ ცხოვრებისეულ გარემოებებში – ვხვდებით სირთულეებს, მწუხარებას და ძალიან განვიცდით ამის გამო, მაგრამ უფალი გვასწავლის, რომ ნუ სტირი და ნუ მწუხარებ.''- შიო III
იგეგმება მეტეხის ღვთისმშობლის ტაძრის სრული რეაბილიტაცია
პროექტი ეროვნული მნიშვნელობის ძეგლის კონსტრუქციულ გამაგრებას, ნესტით გამოწვეული დაზიანებების აღმოფხვრასა და კომპლექსის სამრეკლოსა და გალავნის რეაბილიტაციას მოიცავს.
თბილისის სასულიერო აკადემიასა და სემინარიას მოსწავლეები ეწვივნენ
სტუმრები ქრისტიანული ხელოვნებათმცოდნეობის ფაკულტეტის საქმიანობას გაეცნენ და ხატწერისა და ნაქარგობის სახელოსნოები დაათვალიერეს.
საპატრიარქომ მიტროპოლიტ თეოდორეს მღვდელმთავრობის 30 წლისთავი მიულოცა
საიუბილეო მილოცვაში მღვდელმთავარს ღვთის შემწეობა, ჯანმრთელობა და ეკლესიისა და ერის საკეთილდღეოდ მრავალჟამიერი სიცოცხლე უსურვეს.
გურჯაანისა და ველისციხის ეპარქიაში სასკოლო შეხვედრები გაგრძელდა
„ღირებულებითი განათლების“ კლუბების ფარგლებში ბაკურციხისა და ვეჯინის საჯარო სკოლებში სასულიერო პირებმა მოსწავლეებთან თემატური შეხვედრები გამართეს.
აფხაზეთის №1 საჯარო სკოლაში საგანმანათლებლო-კულტურული ღონისძიება გაიმართა
ზუგდიდში გამართულ შეხვედრაზე საქართველოს ეკლესიის ავტოკეფალიას, ქრისტიანობის სახელმწიფო რელიგიად გამოცხადების 1700 წლისთავსა და ქართული კულტურის მრავალფეროვნებას დაეთმო ყურადღება.