ფანარის„სიყვარული“უკრაინისადმი სავსეა სახელმწიფოს მიმართ შიშით-უმე იერარქი

მიტროპოლიტი ლუკა (კოვალენკო). ფოტო: ruspole.org

2020 წლის 17 დეკემბერს ზაპოროჟეს და მელიტოპოლის მიტროპოლიტმა  ლუკამ (კოვალენკომ) დაწერა თავის telegram-არხზე, რომ კონსტანტინოპოლის საპატრიარქოს „სიყვარული“ უკრაინისადმი სავსეა აშშ-ს სახელმწიფო დეპარტამენტის მიმართ შიშით.

დღევანდელი წმინდა დიდმოწამე ბარბარეს ხსენების დღესასწაულის შესახებ მსჯელობისას, მიტროპოლიტმა ლუკამ აღნიშნა, რომ წმინდანის მამას „თავისებურად უყვარდა კიდევაც თავისი შვილი. მაგრამ მშობლის სიყვარულსა და ზიზღს შორის დისტანცია სულ ერთი ნაბიჯი აღმოჩნდა“ და „ეს ე.წ. „სიყვარული“ გახდა მის მიერ შვილის მხეცურად მოკვლის მიზეზი“.

„რისთვის მოკლა ის მშობელმა? იმისთვის, რომ არ დაემორჩილა? იმისთვის, რომ იმპერატორის და მისი  შურისძიების ეშინოდა? საზოგადოებაში თავისი ადგილის, ძალაუფლებისა და ფულის დაკარგვის შიშით? ამ ყველაფრის გამო! როგორ გავს ეს იმას, რაც ხდება დღევანდელ დღეს“, - ხაზი გაუსვა მეუფემ.

მისი აზრით, „ასეთივე „სიყვარულით“, როგორც ბარბარეს მამას „უყვარდა“ თავისი შვილი, ჩვენ „ვუყვარვართ“ ჩვენს „დედას“ - კონსტანტინოპოლის ეკლესიას“.

„ეს „სიყვარული“, რომელიც სავსეა აშშ-ს სახელმწიფო დეპარტამენტის მიმართ შიშით, ანგარებით, სიხარბით, თვალთმაქცობით. ეს „სიყვარული“ უროებით, არმატურით, კასტეტებით, კეტებით და სხვა „ლოცვითი“ ინვენტარით, რითაც ეს ხალხი მოდის ჩვენი ტაძრების ხელში ჩასაგდებად“, - წერს იერარქი.

ის თვლის, რომ „ბარბარეს მამასავით, კონსტანტინოპოლის პატრიარქი მზადაა გაგვანადგუროს, ოღონდაც ასიამოვნოს თავის ბატონებს ოკეანს გაღმა, ვის მიმართაც განიცდის მონურ თრთოლვას“.

მანამდე მართმადიდებელ ჟურნალისტთა კავშირი წერდა, რომ ფანარის მეთაურმა  უკრაინელებს თავისი „საყვარელი ხალხი“ უწოდა.

წაიკითხეთ ასევე

ღვთისმშობლის შობის სახელობის საკათედრო ტაძარში ხელდასხმის რიტუალი შესრულდა

ხელდასხმა გარდაბნისა და მეტყოფის ეპისკოპოსმა შეასრულა.

ეპისკოპოსმა ღვთისმშობლობასთან დაკავშირებით საზეიმო ღვთისმსახურება აღავლინა

მეუფე მელქისედეკმა ზესტაფონის საკათედრო ტაძარში საღმრთო ლიტურგია, ხოლო ლახუნდარას ღვთისმშობლის შობის ტაძარში საზეიმო პარაკლისი აღავლინა.

კაჭრეთში ღვთისმშობლის შობის სახელობის ტაძარი აკურთხეს

ტაძარი ღვთისმშობლის შობის დიდებულ დღესასწაულზე საგარეჯოსა და ნინოწმიდის მთავარეპისკოპოსმა ლუკამ (ლომიძე) აკურთხა.

ჩრდილოეთ ამერიკის ეპისკოპოსმა საბამ ხელდასხმის რიტუალი შეასრულა

ხელდასხმის საიდუმლოება ბრუკლინის ქართულ სამრევლოში 21 სექტემბერს აღესრულა.

პატრიარქმა შიო III-მ ბათუმში ღვთისმშობლის შობის დღესასწაულზე იქადაგა

„დედა ღვთისმშობელი მფარველობს ჩვენს ეკლესიას, ჩვენს ერს და ყოველ ჩვენგანს“ — პატრიარქმა აჭარის სულიერ ისტორიაზე, რწმენის მნიშვნელობასა და ბათუმისა და ლაზეთის ეპარქიის მსახურებაზე ისაუბრა.

სერბეთში სვიატოგორსკში ბერის მკვლელობას ადამიანური ბოროტება უწოდეს

სერბმა მღვდელმა სინისა ბუვაჩმა სვიატოგორსკის ლავრაში ბერი ბარსანოფის მკვლელობას ანტიქრისტიანული ცოდვა უწოდა.