პოლონეთის ეკლესიამ შეშფოთება გამოთქვა მართლმადიდებლობაში გაყოფის გამო

პოლონეთის მართმადიდებელი ეკლესია მოწოდებით ყველა მართმადიდებლის მიმართ. ფოტო: news.church.ua

2020 წლის 14 დეკემბერს უკრაინის მართლმადიდებელი ეკლესიის წინამძღვრის, კიევისა და სრულიად უკრაინის უნეტარესი მიტროპოლიტის ონუფრის სახელზე მოვიდა პოლონეთის მართლმადიდებელი ეკლესიის წერილი, რომელშიც გამოხატული იყო ზრუნვა მართლმადიდებლობის ერთიანობის შესახებ თანამედროვე სამყაროში. დოკუმენტის სრული ტექსტი ვარშავისა და სრულიად პოლონეთის მიტროპოლიტ საბას ხელმოწერით გამოაქვეყნა  უკრაინის მართლმადიდებელი ეკლესიის საინფორმაციო-საგანმანათლებლო განყოფილებამ.

„გაყოფას  თანამედროვე მართლმადიდებლობაში  მივყავართ არა ქრისტეს სწავლების გავრცელებისკენ, რასაც ქადაგებს წმინდა, კათოლიკე და სამოციქულო ეკლესია, არამედ მეტწილად საცდურისკენ, - ნათქვამია დოკუმენტში. - დაფიქრება გვმართებს, მაგრამ ეს შესაძლებელია მხოლოდ ქრისტეში სიყვარულისა და ერთობის სულით. თუ ვერ დავძლევთ ამ დროებით გაყოფას, მაშინ ამას  შემდგომი თაობები მოახერხებენ. რა უნდა ისწავლონ მათ ჩვენგან და რას დაწერენ ისინი ჩვენზე?“

პოლონეთის ეკლესიის იერარქებმა ხაზი გაუსვეს, რომ „თანამედროვე, გაყოფისგან დანგრეულ საზოგადოებაში ყველაზე მნიშვნელოვანი არის ის, რომ ჩვენ ძველებურად ვრჩებით ერთიანი წმინდა კათოლიკე და სამოციქულო ეკლესიის - ქრისტეს მისტიური სხეულის - მოწაფეებად და შვილებად. ამ მხრივ, ჩვენ შორის  ადამიანურ  სისუსტეებსა და ამბიციებს ადგილი არ უნდა ჰქონდეთ“.

ისტორიამ ჩამოაყალიბა ჩვენ  შორის პატივისა და თაყვანისცემის უპირატესობა  უპირველესის მიმართ, აგრეთვე მოცემული ეკლესიის „ანგელოზის“ ადგილი.  ეს პროცესი ყალიბდებოდა  სახარებისეული  ქადაგების საფუძველზე, რომელიც ეხება უფროსის სიყვარულს უმცროსისადმი. პირველობა ეკლესიაში მდგომარეობს იმაში, რომ ემსახურო სუსტს, ქრისტეს სიტყვების თანახმად: „„თუ ვინმეს უნდა პირველი იყოს, ის იქნება ყველაზე უკანასკნელი და ყველას მსახური.“ ეს სიტყვები მიმართულია ყველა მორწმუნე ადამიანის მიმართ, სასულიერო და საერო პირებისადმი. ამ სიტუაციაში უპირველესი იქნება ის, ვინც ხელს გაუწვდის შესარიგებლად და შეძლებს გაყოფის თავიდან აცილებას“, - ნათქვამია წერილში.

პოლონეთის მართლმადიდებელმა ეკლესიამ აღნიშნა, რომ ისტორიამ განსაზღვრა ცალკეული ხალხის ადმინისტრაციული საზღვრები და მოგვიწოდა, არ დავკარგოთ ის, რაც გაგვაჩნია და არ წავიდეთ ჩვენი წინაპრების ნებისა და დაგენილებების წინააღმდეგ.

„მოდით გავერთიანდეთ საღვთო ლიტურგიის გარშემო და ნუ გავფლანგავთ ჩვენს სულიერ ძალებს საქმეებზე, რომელსაც მეორეხარისხოვანი მნიშვნელობა აქვთ ჩვენი ცხონებისთვის! დღეს კაცობრიობის მოდგმის მტერი - ეშმაკი - ყველაფერს აკეთებს მართლამადიდებელი ქრისტიანებისა და მათი ეკლესიის გახრწნისთვის. ყველაზე მეტად მას აღიზიანებს ერთობა, რომელიც გამოხატულია ერთიან ლიტურგიულ ლოცვაში. ნუ დავეხმარებით მას უკეთურ ზრახვებში, არამედ დავუპირისპირდეთ გაყოფის ცდუნებას. ამას ჩვენგან ითხოვს ღმერთი, წმინდა მართლმადიდებლობა, ისტორია და ჩვენი ეკლესიის ხვალინდელი დღე“, - აღნიშნეს იერარქებმა.

ეს მოწოდება, თქვეს დასასრულს პოლონელმა იერარქებმა, „მრავალტანჯული პოლონეთის მართლმადიდებელი ეკლესიის მღაღადებელი ხმაა; მოწოდებაა ყველას მიმართ, რათა გამოვფხიზლდეთ ნეგატიური საეკლესიო მოვლენების პირისპირ თანამედროვე მართლმადიდებლობაში“.

მანამდე მართლმადიდებელ ჟურნალისტთა კავშირი წერდა, რომ პოროშენკომ და პოლონეთის ელჩმა უკრაინაში განიხილეს პოლონეთის ეკლესიის მიერ უკრაინაში მართლმადიდებელი ეკლესიის აღიარების საკითხი.

21 სექტემბერს რუსთავში საჯარო ლექცია გაიმართება

ღონისძიების ფარგლებში გაიმართება ლექციები თემებზე „ქართული ჰაგიოგრაფია“ და „წმინდა ნინო — დედა ქართლისა“.

შიდა ქართლის ჩრდილოეთ სოფლებში ლოცვითი მსვლელობა გრძელდება

ქრისტიანობის სახელმწიფო რელიგიად გამოცხადებიდან 1700 წლისთავთან დაკავშირებით, მეუფე ანდრიას ეპარქიებში ლოცვითი მსვლელობა იმართება.

კვიპროსის ეკლესია: მოვუწოდებთ სახელმწიფოს, შეაჩეროს სტავროვუნის მონასტერთან კარიერის გაფართოება

კვიპროსის ეკლესიის წმინდა სინოდი 2026 წლის 17 სექტემბერს შეიკრიბა სტავროვუნის მონასტრის ტერიტორიაზე კარიერის გაფართოების საკითხთან დაკავშირებით.

გერმანიაში ისლამისტი მიგრანტი დააკავეს, რომელიც ეკლესიაზე თავდასხმას გეგმავდა

გამომძიებლების თქმით, 24 წლის ერაყელმა შეიძინა იარაღი და დაათვალიერა ბრემენში მდებარე ეკლესია, რომელზეც თავდასხმას გეგმავდა.

ღვთისმშობლის შობის სადღესასწაულო ღამისთევის მსახურება ჩატარდება ზემო ბეთლემის ტაძარში

ღვთისმსახურებას ტაძრის წინამძღვარი დეკანოზი იოანე აღავლენს.

საქართველოს საპატრიარქოში მორიგი ღონისძიება გაიმართა

2026 წელს პროგრამაში 288 საჯარო სკოლა ჩაერთო — ღირებულებითი განათლების კლუბები სკოლებში მუშაობას მომავალი კვირიდან დაიწყებენ.