ბულგარეთის პრემიერ-მინისტრმა რმე-ს მღვდლების ქვეყნიდან გაძევებაზე კომენტარი გააკეთა
წმინდა ნიკოლოზის სახელობის ეკლესია სოფიაში. ფოტო: rutraveller.ru
ბულგარეთის პრემიერ-მინისტრმა ნიკოლაი დენკოვმა განაცხადა, რომ გადაწყვეტილება რუსეთის მართლმადიდებლური ეკლესიის მღვდელმთავრების ქვეყნიდან გაძევების შესახებ მიიღო არა პირადად მან, არამედ ეროვნული უსაფრთხოების სააგენტომ, იუწყება ბულგარული საინფორმაციო სააგენტო BTA.
დენკოვმა თქვა, რომ გადაწყვეტილება რუსული მართლმადიდებლური ეკლესიის მღვდლების ბულგარეთიდან გაძევების შესახებ „მიღებული იქნა საიდუმლო ანგარიშის საფუძველზე“.
„მე ახლახანს გავეცანი მას და ამ გადაწყვეტილების მიღებაში უშუალოდ არ ვარ ჩართული. ეს არის ეროვნული უსაფრთხოების სახელმწიფო სააგენტოს გადაწყვეტილება“, - განაცხადა ჩინოვნიკმა.
ბულგარეთში რუსეთის საელჩოს ფეისბუქ გვერდზე ნათქვამია, რომ სოფიაში რმე-ს წმინდა ნიკოლოზ საკვირველმოქმედის სახელობის ტაძარი ამ ეტაპზე შეწყვეტს საქმიანობას და მის მომავალ ბედს რუსეთის მართლმადიდებელი ეკლესია გადაწყვეტს.
გარდა ამისა, რუსეთის ელჩმა სოფიაში ელეონორა მიტროფანოვამ განაცხადა, რომ ბულგარეთის ელჩს მოსკოვში ატანას კრასტინი შექმნილ ვითარებასთან დაკავშირებით რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროში დაიბარებენ.
ამავე დროს, მიტროფანოვამ აღნიშნა: „მოსკოვში არავინ იმოქმედებს სარკისებურად ბულგარეთის მართლმადიდებლური ეკლესიის წინააღმდეგ. იმიტომ რომ ჩვენ ბარბაროსები არ ვართ“.
მანამდე მჟკ წერდა, რომ ბულგარეთის ეკლესია გამოეხმაურა რუსეთის მართლმადიდებელი ეკლესიის მღვდლების სოფიიდან გაძევებას.
ვენაში 20 000 ქრისტიანმა მიიღო მონაწილეობა „იესოს მარშში“
ვენაში იესოს მარშში ასზე მეტმა ქრისტიანულმა თემმა მიიღო მონაწილეობა.
საფრანგეთის ქალაქ რენში საღმრთო ლიტურგია აღევლინა
ღვთისმსახურების დასრულების შემდეგ დეკანოზმა სპირიდონ გრიგოლაშვილმა მრევლის აქტიურ წევრებს მადლობის სერტიფიკატები გადასცა.
ზუგდიდის ივერიის საკათედრო ტაძარში ღვთისმშობლობა აღინიშნა
ღვთისმსახრუება ზუგდიდისა და ცაიშის მიტროპოლის გერასიმემ ლოცვა-კურთხევით აღესრულა.
გარდაიცვალა ყოველთა წმინდანთა სახელობის ტაძრის წინამძღვარი იოანე წკეპლაძე
დეკანოზი იოანე წკეპლაძე 22 სექტემბერს, თბილისის ზემო ფონიჭალაში მდებარე ყოველთა წმინდანთა სახელობის ტაძრის ეზოში დაიკრძალება.
დიდუბის პანთეონში ღვთისმშობლის შობის დღესასწაული აღინიშნა
ტაძარში ღვთისმშობლის ხატი გამოაბრძანეს — მრევლს შესაძლებლობა აქვს, ხატს თაყვანი სცეს და ილოცოს.
კათოლიკოს-პატრიარქი წირვას ბათუმის ღვთისმშობლის საკათედრო ტაძარში ატარებს
სადღესასწაულო ღვთისმსახურება ტაძარში 10:00 საათზე დაიწყო.