კიევში უმე-ის ტაძრები სხვა კონფესიას შეიძლება გადასცენ, - კიევის საქალაქო საბჭოს დეპუტატი
კიევის საქალაქო საბჭოს დეპუტატი, ვადიმ ვასილჩუკი. ფოტო: radiosvoboda.org
ვადიმ ვასილჩუკმა, კიევის საბჭოში უმე-ის „74 ეკლესიის შემოწმების“ პროექტის ავტორმა, თქვა, რომ კიევში დარღვევებით აღმართული სალოცავები შეიძლება გადაეცეს სხვა რელიგიებს გამოსაყენებლად. ამის შესახებ მან საკუთარ ტელეგრამ-არხზე დაწერა.
მისი თქმით, სასამართლო მიიღებს გადაწყვეტილებას კიევის უმე-ის თითოეულ ეკლესიაზე, რომელმაც დარღვია კანონი მშენებლობის დროს.
ვასილჩუკმა აღნიშნა, რომ არავინ აპირებს უმე-ის ეკლესიების დანგრევას კიევში, თუმცა მისი პროექტის ტექსტი ითვალისწინებს სალოცავების „დანგრევას“, რომლებიც „უნებართვოდ აშენდა“.
„სასამართლო გადაწყვეტს, რა უყოს უკანონოდ აშენებულ ნაგებობებს - გადაიტანოს ქალაქის ბალანსზე, სხვა რელიგიურ ორგანიზაციებს გადასცეს, თუ სხვა გადაწყვეტილება მიიღოს.
თითოეული შემთხვევა ინდივიდუალურად განიხილება!“ - წერს იგი. ამავდროულად, კიევის საკრებულოს დეპუტატმა არ დააკონკრეტა, თუ როგორ შეიძლება აშენდეს "დარღვევით" უმე-ს ეკლესიები, რომლებსაც აქვთ არქიტექტურული ძეგლის სტატუსი: ილინსკის ტაძარი პოდოლზე, შუამავლობის ეკლესია პრიორკაზე, ჯვართამაღლების ეკლესია ვოზდვიჟენკაზე, აღდგომის ეკლესია (“ავღანური”, − რედ.) კიევ-პეჩერის ლავრასთან და სხვა.
როგორც მჟკ იტყობინება, კიევის საქალაქო საბჭო განიხილავს უმე-ს 74 ეკლესიის დანგრევის პროექტს.
ვენაში 20 000 ქრისტიანმა მიიღო მონაწილეობა „იესოს მარშში“
ვენაში იესოს მარშში ასზე მეტმა ქრისტიანულმა თემმა მიიღო მონაწილეობა.
საფრანგეთის ქალაქ რენში საღმრთო ლიტურგია აღევლინა
ღვთისმსახურების დასრულების შემდეგ დეკანოზმა სპირიდონ გრიგოლაშვილმა მრევლის აქტიურ წევრებს მადლობის სერტიფიკატები გადასცა.
ზუგდიდის ივერიის საკათედრო ტაძარში ღვთისმშობლობა აღინიშნა
ღვთისმსახრუება ზუგდიდისა და ცაიშის მიტროპოლის გერასიმემ ლოცვა-კურთხევით აღესრულა.
გარდაიცვალა ყოველთა წმინდანთა სახელობის ტაძრის წინამძღვარი იოანე წკეპლაძე
დეკანოზი იოანე წკეპლაძე 22 სექტემბერს, თბილისის ზემო ფონიჭალაში მდებარე ყოველთა წმინდანთა სახელობის ტაძრის ეზოში დაიკრძალება.
დიდუბის პანთეონში ღვთისმშობლის შობის დღესასწაული აღინიშნა
ტაძარში ღვთისმშობლის ხატი გამოაბრძანეს — მრევლს შესაძლებლობა აქვს, ხატს თაყვანი სცეს და ილოცოს.
კათოლიკოს-პატრიარქი წირვას ბათუმის ღვთისმშობლის საკათედრო ტაძარში ატარებს
სადღესასწაულო ღვთისმსახურება ტაძარში 10:00 საათზე დაიწყო.