მეუ-ში განაცხადეს კაპელანთა გამო უშძ-ის ხელმძღვანელობასთან კონფლიქტის შესახებ
მეუ-ს სამხედრო კაპელანობის სინოდალური სამმართველოს“ ხელმძღვანელმა იოანე იარემენკო. ფოტო: Армия информ
„მეუ-ს სამხედრო კაპელანობის სინოდალური სამმართველოს“ ხელმძღვანელმა იოანე იარემენკომ Укринформ-თან განაცხადა, რომ მის სტრუქტურას კონფლიქტი აქვს უშძ-ის მთავარსარდლის აპარატის უშძ-ის სამხედრო კაპელანობის სამსახურის ხელმძღვანელობასთან, რომლებსაც იარემენკო ახასიათებს როგორც „ზამპოლიტებს“ (საბჭოთა ჯარში პოლიტხელმძღვანელის მოადგილეები). მისი სიტყვებით კონფლიქტის მიზეზი მდგომარეობს იმაში, რომ ჯარში მეუ-ს აზრს დიდად არ ითვალისწინებენ.
კერძოდ, მისი აზრით, უშძ-ის სკს-თან არსებულ კონფესიათაშორის საბჭოში ბევრი პროტესტანტი და უნიატია, მეუ-დან კი მხოლოდ ერთი წარმომადგენელი. იარემენკომ განაცხადა, რომ მეუ საბჭოში თავისი სტრუქტურის უფრო ფართო წარმომადგენლობას ითხოვს.
აგრეთვე, მისი სიტყვებით, უშძ-ში კაპელანებად ზედმეტად ბევრი პროტესტანტი მსახურობს და მეუ-ში პროზელიტიზმის შიში აქვთ.
იარემენკომ მკაცრად გააკრიტიკა უშძ-ის კაპელანობის სამსახური და განაცხადა, რომ იქ „ყოფილი ზამპოლიტები“ სხედან, რომლებიც „არ შეიძლება კომპეტენტურები იყვნენ რელიგიურ სფეროში, არც მართლმადიდებლურში, არც რომელიმე სხვა სფეროში“. „იერარქი“ აგრეთვე ჩიოდა, რომ სამხედროებს არ სურთ მეუ-ს წარმომადენელთა შეყვანა ამ სფეროში.
ის იმუქრებოდა, რომ თუ სიტუაცია ახლა არ გამოსწორდება, ომის შემდეგ „ჩვენ სუიციდების, ალკოჰოლიზმის, ოჯახთა ნგრევის ზღვა რაოდენობის შემთხვევა გვექნება“.
მანამდე მჟკ წერდა, რომ მეუ-ს და უბკე-ის კლირიკოსებს არ სურთ ფრონტზე კაპელანებად წასვლა.
21 სექტემბერს რუსთავში საჯარო ლექცია გაიმართება
ღონისძიების ფარგლებში გაიმართება ლექციები თემებზე „ქართული ჰაგიოგრაფია“ და „წმინდა ნინო — დედა ქართლისა“.
შიდა ქართლის ჩრდილოეთ სოფლებში ლოცვითი მსვლელობა გრძელდება
ქრისტიანობის სახელმწიფო რელიგიად გამოცხადებიდან 1700 წლისთავთან დაკავშირებით, მეუფე ანდრიას ეპარქიებში ლოცვითი მსვლელობა იმართება.
კვიპროსის ეკლესია: მოვუწოდებთ სახელმწიფოს, შეაჩეროს სტავროვუნის მონასტერთან კარიერის გაფართოება
კვიპროსის ეკლესიის წმინდა სინოდი 2026 წლის 17 სექტემბერს შეიკრიბა სტავროვუნის მონასტრის ტერიტორიაზე კარიერის გაფართოების საკითხთან დაკავშირებით.
გერმანიაში ისლამისტი მიგრანტი დააკავეს, რომელიც ეკლესიაზე თავდასხმას გეგმავდა
გამომძიებლების თქმით, 24 წლის ერაყელმა შეიძინა იარაღი და დაათვალიერა ბრემენში მდებარე ეკლესია, რომელზეც თავდასხმას გეგმავდა.
ღვთისმშობლის შობის სადღესასწაულო ღამისთევის მსახურება ჩატარდება ზემო ბეთლემის ტაძარში
ღვთისმსახურებას ტაძრის წინამძღვარი დეკანოზი იოანე აღავლენს.
საქართველოს საპატრიარქოში მორიგი ღონისძიება გაიმართა
2026 წელს პროგრამაში 288 საჯარო სკოლა ჩაერთო — ღირებულებითი განათლების კლუბები სკოლებში მუშაობას მომავალი კვირიდან დაიწყებენ.