გერმანიაში მშობელს მეურვეობას ჩამოართმევენ, თუ შვილის სქესის შეცვლას შეეწინააღმდეგება
საოჯახო საკითხებში ფედერალური მინისტრის ლიზა პაუსი. ფოტო: swp.de
გერმანიამ მიიღო „თვითგამორკვევის კანონი“, რომელიც ბავშვებს უფლებას აძლევს ოფიციალურად შეცვალონ სქესი მშობლების ნების საწინააღმდეგოდ, იუწყება apollo-news.net.
კანონის მიხედვით, მშობლებს, რომლებიც უარს იტყვიან შვილის სქესის შეცვლაზე, შეიძლება ჩამოერთვათ მშობლის უფლება.
14 წლიდან ბავშვებს შეუძლიათ სქესის შეცვლა. თუ მშობლები ამას არ ეთანხმებიან, მაშინ „ოჯახის სასამართლო ცვლის თანხმობას“, წერს გაზეთი.
ასევე, „საოჯახო სასამართლოს“ აქვს უფლება ჩამოართვას მშობელს მეურვეობა „თუ ის, მეორე მშობლისგან განსხვავებით, არ ეთანხმება შვილის სქესის შეცვლას“.
გარდა ამისა, „თუ მშობელი კატეგორიულად უარყოფს ბავშვის გენდერულ იდენტობას“, მას ასევე შეიძლება ჩამოერთვას მშობლის უფლებები.
მანამდე მჟკ წერდა, რომ ესპანეთში გაამარტივეს სქესის კანონიერი ცვლილება და აბორტის ხელმისაწვდომობა 16 წლიდან.
ვენაში 20 000 ქრისტიანმა მიიღო მონაწილეობა „იესოს მარშში“
ვენაში იესოს მარშში ასზე მეტმა ქრისტიანულმა თემმა მიიღო მონაწილეობა.
საფრანგეთის ქალაქ რენში საღმრთო ლიტურგია აღევლინა
ღვთისმსახურების დასრულების შემდეგ დეკანოზმა სპირიდონ გრიგოლაშვილმა მრევლის აქტიურ წევრებს მადლობის სერტიფიკატები გადასცა.
ზუგდიდის ივერიის საკათედრო ტაძარში ღვთისმშობლობა აღინიშნა
ღვთისმსახრუება ზუგდიდისა და ცაიშის მიტროპოლის გერასიმემ ლოცვა-კურთხევით აღესრულა.
გარდაიცვალა ყოველთა წმინდანთა სახელობის ტაძრის წინამძღვარი იოანე წკეპლაძე
დეკანოზი იოანე წკეპლაძე 22 სექტემბერს, თბილისის ზემო ფონიჭალაში მდებარე ყოველთა წმინდანთა სახელობის ტაძრის ეზოში დაიკრძალება.
დიდუბის პანთეონში ღვთისმშობლის შობის დღესასწაული აღინიშნა
ტაძარში ღვთისმშობლის ხატი გამოაბრძანეს — მრევლს შესაძლებლობა აქვს, ხატს თაყვანი სცეს და ილოცოს.
კათოლიკოს-პატრიარქი წირვას ბათუმის ღვთისმშობლის საკათედრო ტაძარში ატარებს
სადღესასწაულო ღვთისმსახურება ტაძარში 10:00 საათზე დაიწყო.