საბერძნეთის ეკლესიის ორი მიტროპოლიტი გაათავისუფლეს
პარამითიელი მიტროპოლიტი ტიტუსი და ბერძნული ეკლესიის წინამძღვარი, მთავარეპისკოპოსი იერონიმე. ფოტო: vimaorthodoxias.gr
17 აგვისტოს საბერძნეთის მართლმადიდებლური ეკლესიის პარამიტიის, ფილიატისა და გირომერიის მიტროპოლიტი ტიტუსი წარდგენილი შუამდგომლობის მიხედვით თანამდებობიდან გაათავისუფლეს, იუწყება ვებგვერდი Vima Orthodoxy.
გამოცემის ცნობით, მიტროპოლიტი ტიტუსი გახდა ბერძნული ეკლესიის მეორე იერარქი, რომელიც სინოდმა გადააყენა. მანამდე სინოდმა სალონიკის მიტროპოლიტი ანფიმი გაათავისუფლა.
ორივე იერარქი დიდი ხნის განმავლობაში საბერძნეთის ეკლესიის წმინდა სინოდის მუდმივი წევრი იყო.
Vima Orthodoxy წერს, რომ ეს არ არის მიტროპოლიტების ბოლო გადადგომა და ამ დროისთვის შეიძლება ვისაუბროთ კიდევ რამდენიმე იერარქზე, როგორებიცაა ფლორინის, პრესპიისა და ეორდეის მიტროპოლიტი თეოკლიტე, მითიმნიის მიტროპოლიტი ქრიზოსტომოსი და მანტინეისა და კინიურიის მიტროპოლიტი ალექსანდრე.
ყველა მათგანი ბერძნული ეკლესიის უხუცეს იერარქებს შორისაა.
მანამდე მჟკ წერდა, რომ საბერძნეთის ეკლესიის მეთაურმა განაცხადა, რომ მზად არის გადადგეს, თუკი „მოთხოვენ“.
21 სექტემბერს რუსთავში საჯარო ლექცია გაიმართება
ღონისძიების ფარგლებში გაიმართება ლექციები თემებზე „ქართული ჰაგიოგრაფია“ და „წმინდა ნინო — დედა ქართლისა“.
შიდა ქართლის ჩრდილოეთ სოფლებში ლოცვითი მსვლელობა გრძელდება
ქრისტიანობის სახელმწიფო რელიგიად გამოცხადებიდან 1700 წლისთავთან დაკავშირებით, მეუფე ანდრიას ეპარქიებში ლოცვითი მსვლელობა იმართება.
კვიპროსის ეკლესია: მოვუწოდებთ სახელმწიფოს, შეაჩეროს სტავროვუნის მონასტერთან კარიერის გაფართოება
კვიპროსის ეკლესიის წმინდა სინოდი 2026 წლის 17 სექტემბერს შეიკრიბა სტავროვუნის მონასტრის ტერიტორიაზე კარიერის გაფართოების საკითხთან დაკავშირებით.
გერმანიაში ისლამისტი მიგრანტი დააკავეს, რომელიც ეკლესიაზე თავდასხმას გეგმავდა
გამომძიებლების თქმით, 24 წლის ერაყელმა შეიძინა იარაღი და დაათვალიერა ბრემენში მდებარე ეკლესია, რომელზეც თავდასხმას გეგმავდა.
ღვთისმშობლის შობის სადღესასწაულო ღამისთევის მსახურება ჩატარდება ზემო ბეთლემის ტაძარში
ღვთისმსახურებას ტაძრის წინამძღვარი დეკანოზი იოანე აღავლენს.
საქართველოს საპატრიარქოში მორიგი ღონისძიება გაიმართა
2026 წელს პროგრამაში 288 საჯარო სკოლა ჩაერთო — ღირებულებითი განათლების კლუბები სკოლებში მუშაობას მომავალი კვირიდან დაიწყებენ.