ზელენსკი მეუ-ს "საბჭოს": "მტრის რაკეტები უკან ვერ დაგვხევს"

კიევის სოფიაში შეკრებილი ,,საბჭო''. ფოტო: dess.gov.ua

უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ მიმართვა გაუგზავნა მეუ-ს „ადგილობრივ საბჭოს“, რომელიც 27 ივლისს გაიმართა კიევის აია სოფიას ეკლესიაში, იუწყება უკრაინის სახელმწიფო ეთნოპოლიტიკის პრესსამსახური.

"საბჭოსთვის" მისალმებისას, ზელენსკიმ ხაზგასმით აღნიშნა: "მტრის რაკეტები და ჭურვები გეზს ვერ შეგვაცვლევინებს, ჩვენ ავაშენებთ დანგრეულ ტაძრებს, სადაც აღევლინება ლოცვა ჩვენი უკრაინისთვის, მისი ხალხისთვის, მისი არმიისთვის".

უკრაინის პრემიერ-მინისტრმა დენის შმიგალმა ასევე სიტყვით მიმართა "საბჭოს".

„უმძიმესი განსაცდელების უკიდურესად რთულ პერიოდში, რომელიც რუსეთის სრულმასშტაბიანმა შემოჭრამ გამოიწვია უკრაინაში, ეკლესია ყოველთვის თავის ხალხთანაა. ფრონტის წინა ხაზზეც და ზურგსაც ეკლესია გვიმაგრებს;  მათთან, ვისაც კურთხევა სჭირდება ქვეყნის დასაცავად, ვისაც სულიერი და ფსიქოლოგიური მხარდაჭერა ესაჭიროება, მათთან, ვისაც აგრესორმა სახლი წაართვა და ვინც დახმარებას და თავშესაფარს ეძებს“, - წერს მთავრობის მეთაური.

როგორც ადრე მჟკ-მ იუწყებოდა, მეუ-ს "საბჭომ" დაამტკიცა ახალ კალენდარზე გადასვლა.

ვენაში 20 000 ქრისტიანმა მიიღო მონაწილეობა „იესოს მარშში“

ვენაში იესოს მარშში ასზე მეტმა ქრისტიანულმა თემმა მიიღო მონაწილეობა.

საფრანგეთის ქალაქ რენში საღმრთო ლიტურგია აღევლინა

ღვთისმსახურების დასრულების შემდეგ დეკანოზმა სპირიდონ გრიგოლაშვილმა მრევლის აქტიურ წევრებს მადლობის სერტიფიკატები გადასცა.

ზუგდიდის ივერიის საკათედრო ტაძარში ღვთისმშობლობა აღინიშნა

ღვთისმსახრუება ზუგდიდისა და ცაიშის მიტროპოლის გერასიმემ ლოცვა-კურთხევით აღესრულა.

გარდაიცვალა ყოველთა წმინდანთა სახელობის ტაძრის წინამძღვარი იოანე წკეპლაძე

დეკანოზი იოანე წკეპლაძე 22 სექტემბერს, თბილისის ზემო ფონიჭალაში მდებარე ყოველთა წმინდანთა სახელობის ტაძრის ეზოში დაიკრძალება.

დიდუბის პანთეონში ღვთისმშობლის შობის დღესასწაული აღინიშნა

ტაძარში ღვთისმშობლის ხატი გამოაბრძანეს — მრევლს შესაძლებლობა აქვს, ხატს თაყვანი სცეს და ილოცოს.

კათოლიკოს-პატრიარქი წირვას ბათუმის ღვთისმშობლის საკათედრო ტაძარში ატარებს

სადღესასწაულო ღვთისმსახურება ტაძარში 10:00 საათზე დაიწყო.