პროკურატურა ლავრის გამგებლის წინასწარი დაკავების იზოლატორში გადაყვანას ითხოვს

მიტროპოლიტი პავლე და SBU-ს თანამშრომლები. ფოტო: t.me/SBUkr

გენერალური პროკურატურა კიევ-პეჩერის ლავრის ნაცვალის, მიტროპოლიტი პავლეს, სადღეღამისო შინაპატიმრობიდან პატიმრობაში გადაყვანას ითხოვს. ამის შესახებ გენერალური პროკურატურის ტელეგრამ-არხზეა ნათქვამი.

აღნიშნულია, რომ ეპისკოპოს პავლეს ბრალად ედება „რელიგიური სიძულვილის გაღვივება“ და „რუსეთის ფედერაციის ქმედებების გამართლება“.

გენერალური პროკურატურის ოფისი ასევე იტყობინება, რომ გამოძიების თანახმად, მეუფემ, მორწმუნეებთან სატელეფონო საუბრებში, თავისი განცხადებებით "წაახალისა ნაციონალური, რეგიონალური და რელიგიური სიძულვილი" და გამოსვლებში "არაერთხელ შეურაცხყო უკრაინელების რელიგიური გრძნობები, დაამცირა სხვა სარწმუნოების მორწმუნეთა შეხედულებები და ცდილობდა მათში მტრული განწყობების ჩამოყალიბებას’’.

ასევე, გენერალური პროკურატურა ამტკიცებს, რომ სისხლის სამართლის პროცესის ფარგლებში დადგინდა სისხლის სამართლის პროცესში მიტროპოლიტის მოწმესთან ურთიერთობის ფაქტები, მიუხედავად სასამართლოს გადაწყვეტილებაში ამის შესაბამისი აკრძალვისა.

„კიევის სოლომენსკის რაიონულ სასამართლოში შუამდგომლობა გაიგზავნა სასულიერო პირისთვის აღკვეთის ღონისძიების სადღეღამისო შინაპატიმრობიდან პატიმრობით შეცვლაზე“, - ნათქვამია გენერალური პროკურატურის განცხადებაში.

მანამდე მჟკ-მ დაწერა, რომ SBU-მ ახალი ბრალდებები წაუყენა მიტროპოლიტ პავლეს.

ვენაში 20 000 ქრისტიანმა მიიღო მონაწილეობა „იესოს მარშში“

ვენაში იესოს მარშში ასზე მეტმა ქრისტიანულმა თემმა მიიღო მონაწილეობა.

საფრანგეთის ქალაქ რენში საღმრთო ლიტურგია აღევლინა

ღვთისმსახურების დასრულების შემდეგ დეკანოზმა სპირიდონ გრიგოლაშვილმა მრევლის აქტიურ წევრებს მადლობის სერტიფიკატები გადასცა.

ზუგდიდის ივერიის საკათედრო ტაძარში ღვთისმშობლობა აღინიშნა

ღვთისმსახრუება ზუგდიდისა და ცაიშის მიტროპოლის გერასიმემ ლოცვა-კურთხევით აღესრულა.

გარდაიცვალა ყოველთა წმინდანთა სახელობის ტაძრის წინამძღვარი იოანე წკეპლაძე

დეკანოზი იოანე წკეპლაძე 22 სექტემბერს, თბილისის ზემო ფონიჭალაში მდებარე ყოველთა წმინდანთა სახელობის ტაძრის ეზოში დაიკრძალება.

დიდუბის პანთეონში ღვთისმშობლის შობის დღესასწაული აღინიშნა

ტაძარში ღვთისმშობლის ხატი გამოაბრძანეს — მრევლს შესაძლებლობა აქვს, ხატს თაყვანი სცეს და ილოცოს.

კათოლიკოს-პატრიარქი წირვას ბათუმის ღვთისმშობლის საკათედრო ტაძარში ატარებს

სადღესასწაულო ღვთისმსახურება ტაძარში 10:00 საათზე დაიწყო.