მეუ-მ განაცხადა, რომ მათ დაარეგისტრირეს თავიანთი მონასტრის წესდება კიევის ლავრაში

კიევ-პეჩორის ლავრა. ფოტო: capital.ua

მეუ-ს „არქიეპისკოპოსმა“ ივანე (ევსტრატი) ზორიამ განაცხადა, რომ 2022 წლის 1 დეკემბერს დარეგისტრირდა უკრაინის მართლმადიდებელი ეკლესიის წმინდა მიძინების კიევ-პეჩორის ლავრის წესდება (მონასტერი).

„ინფორმაცია ამ იურიდიული პირის, როგორც ადგილობრივი ეკლესიის ნაწილის შესახებ, 2 დეკემბერს შევიდა ერთიან სახელმწიფო რეესტრში“, - ნათქვამია ზორიას განცხადებაში.

„კიევისა და სრულიად უკრაინის მიტროპოლიტი არის წმინდა არქიმანდრიტი, ანუ კიევის ლავრის კანონიკური და სულიერი წინამძღოლი. ასევე, სინოდის გადაწყვეტილებით მონასტრის წინამძღვრად, უნეტარესი მიტროპოლიტი ეპიფანე დაინიშნა“, - დასძინა ზორიამ.

ახლა ლავრა უმე-ის იურისდიქციაშია. იმისათვის, რომ გადაეცეს იგი მეუ-ს, საჭიროა სამთავრობო უწყებების გადაწყვეტილება. უმე-ს ლავრა რეგისტრირებულია მისამართზე: ლავრის ქ. 15-ში და მეუ-ს "მონასტერი" კი - ლავრის ქ. 14-ში.

როგორც მჟკ იტყობინება, პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ თავის მიმართვაში განაცხადა, რომ ხელისუფლება შეამოწმებს უმე-ის ყოფნის კანონიერებას კიევ-პეჩორის ლავრაში.

ვენაში 20 000 ქრისტიანმა მიიღო მონაწილეობა „იესოს მარშში“

ვენაში იესოს მარშში ასზე მეტმა ქრისტიანულმა თემმა მიიღო მონაწილეობა.

საფრანგეთის ქალაქ რენში საღმრთო ლიტურგია აღევლინა

ღვთისმსახურების დასრულების შემდეგ დეკანოზმა სპირიდონ გრიგოლაშვილმა მრევლის აქტიურ წევრებს მადლობის სერტიფიკატები გადასცა.

ზუგდიდის ივერიის საკათედრო ტაძარში ღვთისმშობლობა აღინიშნა

ღვთისმსახრუება ზუგდიდისა და ცაიშის მიტროპოლის გერასიმემ ლოცვა-კურთხევით აღესრულა.

გარდაიცვალა ყოველთა წმინდანთა სახელობის ტაძრის წინამძღვარი იოანე წკეპლაძე

დეკანოზი იოანე წკეპლაძე 22 სექტემბერს, თბილისის ზემო ფონიჭალაში მდებარე ყოველთა წმინდანთა სახელობის ტაძრის ეზოში დაიკრძალება.

დიდუბის პანთეონში ღვთისმშობლის შობის დღესასწაული აღინიშნა

ტაძარში ღვთისმშობლის ხატი გამოაბრძანეს — მრევლს შესაძლებლობა აქვს, ხატს თაყვანი სცეს და ილოცოს.

კათოლიკოს-პატრიარქი წირვას ბათუმის ღვთისმშობლის საკათედრო ტაძარში ატარებს

სადღესასწაულო ღვთისმსახურება ტაძარში 10:00 საათზე დაიწყო.