რმე გამოეხმაურა უმე-ის სინოდის გადაწყვეტილებას მირონის ხარშვის აღდგენის შესახებ

მირონის ხარშვის რიტუალი მოსკოვის მონასტერში. ფოტო: patriarhia.ru

უკრაინის მართლმადიდებელი ეკლესიის სინოდის გადაწყვეტილება მირონის ხარშვის აღდგენის შესახებ რუსეთის მართლმადიდებლური ეკლესიის თანხმობის გარეშე არ უნდა ყოფილიყო მიღებული. ამის შესახებ მოსკოვის სასულიერო აკადემიის პროფესორმა, დეკანოზმა ვლადისლავ ციპინმა TASS-სთან საუბრისას განაცხადა.

„უკანასკნელი საუკუნეების განმავლობაში მოხდა ისე, რომ მხოლოდ ავტოკეფალური ეკლესიები და მაშინაც არა ყველა მათგანი ასრულებს მირონის ხარშვის ცერემონიას. ოდესღაც კიევის მეტროპოლიაში მირონს ხარშავდნენ. ერთიანი რუსული ეკლესიის ნაწილი რომ გახდა, გარკვეული პერიოდის განმავლობაში, ერთი ან ორი ათწლეულის განმავლობაში, ისინი თავისთვის ხარშავდნენ მირონს, ამაზე იყო შეთანხმება. მაგრამ, რა თქმა უნდა, ახლა ეს არის ავტოკეფალიისკენ გადადგმული ნაბიჯი და ეს არ უნდა გადადგმულიყო საპატრიარქოსთან თანხმობის გარეშე“, - განაცხადა რუსეთის მართლმადიდებლური ეკლესიის დეკანოზმა.

შეგახსენებთ, რომ სინოდმა გადაწყვიტა განაახლოს მირონის ხარშვის რიტუალი უმე-ში.

21 სექტემბერს რუსთავში საჯარო ლექცია გაიმართება

ღონისძიების ფარგლებში გაიმართება ლექციები თემებზე „ქართული ჰაგიოგრაფია“ და „წმინდა ნინო — დედა ქართლისა“.

შიდა ქართლის ჩრდილოეთ სოფლებში ლოცვითი მსვლელობა გრძელდება

ქრისტიანობის სახელმწიფო რელიგიად გამოცხადებიდან 1700 წლისთავთან დაკავშირებით, მეუფე ანდრიას ეპარქიებში ლოცვითი მსვლელობა იმართება.

კვიპროსის ეკლესია: მოვუწოდებთ სახელმწიფოს, შეაჩეროს სტავროვუნის მონასტერთან კარიერის გაფართოება

კვიპროსის ეკლესიის წმინდა სინოდი 2026 წლის 17 სექტემბერს შეიკრიბა სტავროვუნის მონასტრის ტერიტორიაზე კარიერის გაფართოების საკითხთან დაკავშირებით.

გერმანიაში ისლამისტი მიგრანტი დააკავეს, რომელიც ეკლესიაზე თავდასხმას გეგმავდა

გამომძიებლების თქმით, 24 წლის ერაყელმა შეიძინა იარაღი და დაათვალიერა ბრემენში მდებარე ეკლესია, რომელზეც თავდასხმას გეგმავდა.

ღვთისმშობლის შობის სადღესასწაულო ღამისთევის მსახურება ჩატარდება ზემო ბეთლემის ტაძარში

ღვთისმსახურებას ტაძრის წინამძღვარი დეკანოზი იოანე აღავლენს.

საქართველოს საპატრიარქოში მორიგი ღონისძიება გაიმართა

2026 წელს პროგრამაში 288 საჯარო სკოლა ჩაერთო — ღირებულებითი განათლების კლუბები სკოლებში მუშაობას მომავალი კვირიდან დაიწყებენ.