SBU-მ მიტროპოლიტ ჯონათანს ახალი ბრალდებები წაუყენა
SBU-ს თანამშრომლებმა მეუფე ჯონათანს ახალი ბრალდებები წაუყენეს. ფოტო: Telegram-канал ведомства
SBU ირწმუნება, რომ მეუფემ მოამზადა ბროშურები, სადაც იგი ამართლებს რუსეთის შეიარაღებულ აგრესიას და უკრაინის აღმოსავლეთ და სამხრეთ რეგიონების დროებით ოკუპაციას.
„გარდა ამისა, თავის „აგიტაციაში“ იგი ითხოვს სახელმწიფო ხელისუფლების ხელში ჩაგდებას და ჩვენი ქვეყნის საზღვრების დარღვევას. მასობრივი წარმოების პრო-კრემლის მასალები ინახებოდა ეკლესიაში. სამომავლოდ მეუფე გეგმავდა ეპარქიის ოფისის მეშვეობით ადგილობრივ მცხოვრებთათვის მათი გადაცემის ორგანიზებას“, - ნათქვამია SBU-ს განცხადებაში.
მიტროპოლიტს ბრალი სამი მუხლით წარედგინა: გამართლება, კანონიერად აღიარება, უკრაინის წინააღმდეგ რუსეთის შეიარაღებული აგრესიის უარყოფა, კონსტიტუციური წესრიგის ძალადობრივი ცვლილების მოთხოვნით მასალების გავრცელება და ტერიტორიის საზღვრების შეცვლის მოთხოვნით მასალების გავრცელება.
მანამდე მჟკ-მ გაავრცელა ინფორმაცია, რომ ჩხრეკა ჩატარდა მიტროპოლიტ ჯონათანის სახლში და ეჭვმიტანილად სცნეს კონსტიტუციის 161 მუხლის მე-2 ნაწილში. (მოქალაქეთა თანასწორობის დარღვევა მათი რასის, ეროვნების, რეგიონალური კუთვნილების, რელიგიური მრწამსის, შეზღუდული შესაძლებლობის და სხვა საფუძვლების მიხედვით).
თავად ვლადიკამ განაცხადა, რომ მის წინააღმდეგ საქმე შეკვეთილია და მიმართულია უკრაინის მართლმადიდებლური ეკლესიის წინააღმდეგ, ასევე მიზნად ისახავს სასულიერო პირებსა და მორწმუნეებში დაბნეულობის შემოტანას. მჟკ ასევე იტყობინება, რომ ტულჩინის ეპარქიის სასულიერო პირებმა სრული ნდობა გამოუცხადეს თავიანთ მმართველ ეპისკოპოსს.
ვენაში 20 000 ქრისტიანმა მიიღო მონაწილეობა „იესოს მარშში“
ვენაში იესოს მარშში ასზე მეტმა ქრისტიანულმა თემმა მიიღო მონაწილეობა.
საფრანგეთის ქალაქ რენში საღმრთო ლიტურგია აღევლინა
ღვთისმსახურების დასრულების შემდეგ დეკანოზმა სპირიდონ გრიგოლაშვილმა მრევლის აქტიურ წევრებს მადლობის სერტიფიკატები გადასცა.
ზუგდიდის ივერიის საკათედრო ტაძარში ღვთისმშობლობა აღინიშნა
ღვთისმსახრუება ზუგდიდისა და ცაიშის მიტროპოლის გერასიმემ ლოცვა-კურთხევით აღესრულა.
გარდაიცვალა ყოველთა წმინდანთა სახელობის ტაძრის წინამძღვარი იოანე წკეპლაძე
დეკანოზი იოანე წკეპლაძე 22 სექტემბერს, თბილისის ზემო ფონიჭალაში მდებარე ყოველთა წმინდანთა სახელობის ტაძრის ეზოში დაიკრძალება.
დიდუბის პანთეონში ღვთისმშობლის შობის დღესასწაული აღინიშნა
ტაძარში ღვთისმშობლის ხატი გამოაბრძანეს — მრევლს შესაძლებლობა აქვს, ხატს თაყვანი სცეს და ილოცოს.
კათოლიკოს-პატრიარქი წირვას ბათუმის ღვთისმშობლის საკათედრო ტაძარში ატარებს
სადღესასწაულო ღვთისმსახურება ტაძარში 10:00 საათზე დაიწყო.