თბილისში წმინდა ბარბარეს ისტორიული ტაძარი გაძარცვეს

წმინდა ბარბარეს ტაძრის საკურთხეველი. ფოტო: ეპარქიის გვერდი

2025 წლის 8 დეკემბერს, გამთენიისას, თბილისში, წმინდა ბარბარეს უბანში მდებარე ერთ-ერთ უძველეს ტაძარში ქურდობა მოხდა. მომხდარის შესახებ ინფორმაცია ტაძრის წინამძღვარმა, მამა ისე ხარაზიშვილმა, მართლმადიდებელ ჟურნალისტთა კავშირს დაუდასტურა. მისი თქმით, თავდამსხმელები საკურთხეველში არ შესულან და სიწმინდეებს არ შეხებიან.

ტაძრის ოფიციალურმა გვერდმა გაავრცელა ვიდეო, სადაც ჩანს არეულობა და დაზიანებული სივრცე. განცხადებაში აღნიშნულია:

„დილით ტაძარში მისულ მესანთლეს უმძიმესი სურათი დახვდა — გატეხილი ბოქლომი, არეული დარბაზი, დაზიანებული საქველმოქმედო ყუთები და წაღებული შემოწირულობა. ეს მხოლოდ ქურდობა არ არის — ეს არის დარბევა იმ ადგილის, სადაც ადამიანები ყოველდღე მოდიან ნუგეშის, სიმშვიდის და მადლიერების გამოსახატად. საგამოძიებო ჯგუფი უკვე მუშაობს, სწავლობს კამერების ჩანაწერებს და მიმდინარეობს დარბეული სივრცის აღდგენა.“

ტაძრის წარმომადგენლები იმედს გამოთქვამენ, რომ დამნაშავეები მალე გამოვლინდებიან და კანონის წინაშე წარდგებიან.

წმინდა ბარბარეს ტაძარი წარმოადგენს XIX საუკუნის მნიშვნელოვანი ისტორიული მემკვიდრეობის ძეგლს. მისი აშენება შესრულდა 1836 წელს, კნიაზ სუმბათოვთა ინიციატივით. ტაძარი აგებულია ქვითკირით, ზემოდან კი მოწყობილია პატარა სამრეკლო, რაც მას განსაკუთრებულ არქიტექტურულ იერს აძლევს.

ტაძრის ქონების სრული სია შედგენილი იყო 1840 წელს, დადასტურებულია ტაძრის მაშინდელი მღვდელმსახურების მიერ.

წმინდა ბარბარეს ტაძარი დღემდე ინარჩუნებს ისტორიულ ღირებულებას და მნიშვნელოვან როლს ასრულებს უბნის სულიერ ცხოვრებაში, რის გამოც მომხდარი ძალადობრივი დარბევა ადგილობრივ საზოგადოებაში განსაკუთრებულ გულისტკივილს იწვევს.

მართლმადიდებელ ჟურნალისტთა კავშირი წერდა, მსოფლიოში ახალი ხელოვნურ ინტელექტზე ორიენტირებული „რელიგია“ გაჩნდა.

21 სექტემბერს რუსთავში საჯარო ლექცია გაიმართება

ღონისძიების ფარგლებში გაიმართება ლექციები თემებზე „ქართული ჰაგიოგრაფია“ და „წმინდა ნინო — დედა ქართლისა“.

შიდა ქართლის ჩრდილოეთ სოფლებში ლოცვითი მსვლელობა გრძელდება

ქრისტიანობის სახელმწიფო რელიგიად გამოცხადებიდან 1700 წლისთავთან დაკავშირებით, მეუფე ანდრიას ეპარქიებში ლოცვითი მსვლელობა იმართება.

კვიპროსის ეკლესია: მოვუწოდებთ სახელმწიფოს, შეაჩეროს სტავროვუნის მონასტერთან კარიერის გაფართოება

კვიპროსის ეკლესიის წმინდა სინოდი 2026 წლის 17 სექტემბერს შეიკრიბა სტავროვუნის მონასტრის ტერიტორიაზე კარიერის გაფართოების საკითხთან დაკავშირებით.

გერმანიაში ისლამისტი მიგრანტი დააკავეს, რომელიც ეკლესიაზე თავდასხმას გეგმავდა

გამომძიებლების თქმით, 24 წლის ერაყელმა შეიძინა იარაღი და დაათვალიერა ბრემენში მდებარე ეკლესია, რომელზეც თავდასხმას გეგმავდა.

ღვთისმშობლის შობის სადღესასწაულო ღამისთევის მსახურება ჩატარდება ზემო ბეთლემის ტაძარში

ღვთისმსახურებას ტაძრის წინამძღვარი დეკანოზი იოანე აღავლენს.

საქართველოს საპატრიარქოში მორიგი ღონისძიება გაიმართა

2026 წელს პროგრამაში 288 საჯარო სკოლა ჩაერთო — ღირებულებითი განათლების კლუბები სკოლებში მუშაობას მომავალი კვირიდან დაიწყებენ.