ბელგიისა და ჰოლანდიის ეპარქია აგრძელებს საგანმანათლებლო პროგრამას
საჯარო ლექსიის ანონსი. ფოტო: ეპარქიის გვერდი
ბელგიისა და ჰოლანდიის ეპარქიის მიერ ორგანიზებული საღვთისმეტყველო საგანმანათლებლო პროექტის „ეკლესია პირველ ათასწლეულში“ მეორე კურსი გრძელდება. როგორც ეპარქია იუწყება, VI სესია გაიმართება 14 დეკემბერს, კვირას, საქართველოს დროით 20:00 საათზე.
ლექციას წაიკითხავს იღუმენი ეფრემ ლომიძე თემაზე: „ნიკეის პირველი მსოფლიო საეკლესიო კრება (325): ისტორიული ფონი და საღვთისმეტყველო დებატები“.
ორგანიზატორები მონაწილეებს ახსენებენ, რომ კურსზე რეგისტრაცია კვლავაც შესაძლებელია მითითებული ბმულის საშუალებით, ასევე შესაძლებელია დამატებითი ინფორმაციის მისაღებად ელექტრონულ ფოსტაზე დაკავშირება: *[diocese.be.nl.education@gmail.com](mailto:diocese.be.nl.education@gmail.com)*.
სალექციო სესიების სრული გეგმა და მომხსენებლების ჩამონათვალი ხელმისაწვდომია შესაბამის Google Drive ბმულებზე.
პროექტი მიზნად ისახავს ეკლესიის პირველი ათასწლეულის ისტორიის, აზროვნებისა და კრებითობის საფუძვლიან შესწავლას, რაც მის მონაწილეებს ღრმა საღვთისმეტყველო და ისტორიულ განათლებას სთავაზობს.
მართლმადიდებელ ჟურნალისტთა კავშირი წერდა, მსოფლიოში ახალი ხელოვნურ ინტელექტზე ორიენტირებული „რელიგია“ გაჩნდა.
ვენაში 20 000 ქრისტიანმა მიიღო მონაწილეობა „იესოს მარშში“
ვენაში იესოს მარშში ასზე მეტმა ქრისტიანულმა თემმა მიიღო მონაწილეობა.
საფრანგეთის ქალაქ რენში საღმრთო ლიტურგია აღევლინა
ღვთისმსახურების დასრულების შემდეგ დეკანოზმა სპირიდონ გრიგოლაშვილმა მრევლის აქტიურ წევრებს მადლობის სერტიფიკატები გადასცა.
ზუგდიდის ივერიის საკათედრო ტაძარში ღვთისმშობლობა აღინიშნა
ღვთისმსახრუება ზუგდიდისა და ცაიშის მიტროპოლის გერასიმემ ლოცვა-კურთხევით აღესრულა.
გარდაიცვალა ყოველთა წმინდანთა სახელობის ტაძრის წინამძღვარი იოანე წკეპლაძე
დეკანოზი იოანე წკეპლაძე 22 სექტემბერს, თბილისის ზემო ფონიჭალაში მდებარე ყოველთა წმინდანთა სახელობის ტაძრის ეზოში დაიკრძალება.
დიდუბის პანთეონში ღვთისმშობლის შობის დღესასწაული აღინიშნა
ტაძარში ღვთისმშობლის ხატი გამოაბრძანეს — მრევლს შესაძლებლობა აქვს, ხატს თაყვანი სცეს და ილოცოს.
კათოლიკოს-პატრიარქი წირვას ბათუმის ღვთისმშობლის საკათედრო ტაძარში ატარებს
სადღესასწაულო ღვთისმსახურება ტაძარში 10:00 საათზე დაიწყო.