ახალგაზრდულმა მოძრაობამ „დავითიანნმა“ კიდევ ერთი ახალი პროექტი დაიწყო

ახალგაზრდულმა მოძრაობამ „დავითიანნი“ ახალი პროექტი დაიწყო, სახელწოდებით
„დიალოგები დავითიანნში“. პირველი შეხვედრა გაიმართა 2025 წლის 9 ოქტომბერს სამების საპატრიარქო ტაძრის ეზოში მდებარე ,,დავითიანნის“ სახელობის, არაფორმალური განათლების სასწავლო ცენტრში. ღონისძიების ძირითადი თემა იყო „მოძღვრის როლი ქრისტიანის ცხოვრებაში“.
შეხვედრაზე ჭიათურისა და საჩხერის მიტროპოლიტმა დანიელმა ისაუბრა მოძღვრის მნიშვნელობაზე, მისი რჩევების მიღების აუცილებლობაზე და სულიერ ცხოვრებაში სწორი გზის არჩევის მნიშვნელობაზე.

პროექტის მიზანია ახალგაზრდების ჩართვა ღია დიალოგში სასულიერო პირებთან, სულიერი საკითხების შესახებ ცოდნის მიღება და პიროვნული განვითარება. მომავალი ღონისძიებები დაგეგმილია სხვადასხვა თემებზე, რომლებიც შეეხება თანამედროვე ახალგაზრდობის საჭიროებებსა და ღირებულებებს.

მჟკ-მა დაწერა იმის შესახებ, თუ რატომ ეწოდება იოანე ღვთისმეტყველს სიყვარულის მოციქული.

წაიკითხეთ ასევე

27 სექტემბერს მართლმადიდებელი ეკლესია ჯვართამაღლებას აღნიშნავს

დღესასწაული უფლის პატიოსანი და ცხოველსმყოფელი ჯვრის აღმოჩენასა და მისი იერუსალიმში დაბრუნებას უკავშირდება.

ავჭალის წმინდა ქეთევან წამებულის ტაძარი — წმინდა დედოფლის ხსოვნის ადგილი

26 სექტემბერს მართლმადიდებელი ეკლესია წმინდა დიდმოწამე ქეთევან წამებულს იხსენებს.

ეპისკოპოსი გიორგი: „ჩვენი ინტერესია კულტურული მემკვიდრეობის დაცვა“

მარნეულისა და ჰუჯაბის ეპისკოპოსი აზერბაიჯანის საგარეო საქმეთა სამინისტროს განცხადებას გამოეხმაურა და აღნიშნა, რომ საქართველოს მართლმადიდებელ ეკლესიას ქურმუხის ტაძართან დაკავშირებით ტერიტორიული პრეტენზია არ დაუყენებია.

ჯვართამაღლების დღესასწაულზე მეუფე იობი სადღესასწაულო ლიტურგიას აღავლენს

მღვდელმთავრული მსახურება სამწევრისის ჯვართამაღლების სახელობის მამათა მონასტერში 09:00 საათზე დაიწყება.

წმინდა გიორგის სკოლა-გიმნაზიაში დეკანოზი ნიკოლოზ ლატარია მოსწავლეებს შეხვდა

სკოლა-გიმნაზიაში პროექტის „მოძღვრის საათი — შეხვედრა მოძღვართან“ ფარგლებში შეხვედრა გაიმართა.

საქართველოს თავდაცვის ძალებში სამხედრო მოძღვრის დღე აღინიშნა

25 სექტემბერს, წმინდა მღვდელმთავარ გიორგი ჭყონდიდელის ხსენების დღეს, საქართველოს თავდაცვის ძალებში სამხედრო მოძღვრის (კაპელანის) დღე აღინიშნა.