ალექსანდრიის საპატრიარქოში ორი წმინდანის კანონიზაცია მოხდა
ორი წმინდანის კანონიზაცია ალექსანდრიის საპატრიარქოში. ფოტო: romfea
2025 წლის 8 ოქტომბერს, ოთხშაბათს, ალექსანდრიის საპატრიარქოს წმინდა სინოდმა ოფიციალურად გამოაცხადა ორი მნიშვნელოვანი სასულიერო პირის – მამა ქრიზოსტომოს პაპასარანტოპულოსისა და ალექსანდრიის პატრიარქის, სილვესტროსის – კანონიზაცია. ინფორმაცია ამის შესახებ Romfea.gr-მ გაავრცელა.
სილვესტერ ალექსანდრიის პატრიარქი
სილვესტერი პატრიარქი იყო 1565/69-1590 წლებში, წარმოშობით კრეტიდან. მისი პატრიარქობის პერიოდში ეგვიპტეში ეკლესიისა და ქრისტიანების მდგომარეობა რთული იყო. 1571 წელს ნაფპაქტოსთან თურქული ფლოტის დამარცხების შემდეგ ეგვიპტეში ანტიქრისტიანული პოგრომები დაიწყო, რომის კათოლიკური ეკლესია კი პროზელიტურ საქმიანობას ეწეოდა. სილვესტერი კატეგორიულად ეწინააღმდეგებოდა მართლმადიდებლების გრიგორიანული კალენდრის მიღებას.
პატრიარქმა თავის მემკვიდრედ კრეტიდან ჩამოიყვანა ახალგაზრდა მეცნიერი მელეტიოს პიგასი, რომელიც პადუას უნივერსიტეტში სწავლობდა და 1574 წელს იერუსალიმში შეხვდა. სილვესტერმა იგი დიაკვნად და პრესვიტერად აკურთხა.
მისი მმართველობის დროს ეგვიპტეში ორი რუსული საელჩო მივიდა, რომლებიც საპატრიარქოს ფინანსურ შემოწირულობებს ურიგებდნენ.
მამა ქრიზოსტომოს პაპასარანტოპულოსი
მამა ქრიზოსტომოსი დაიბადა 1903 წელს მესინიის ვასილიცაში. ახალგაზრდა ასაკში ბერი და შემდეგ მღვდელი გახდა. ვიკარიუსის თანამდებობას იკავებდა მესინიაში, ედესასა და თესალონიკში, ასევე იღუმენი იყო სალამინის ფანერომენისა და გარდიკის მონასტერში.
57 წლის ასაკში მისი მისიონერული მოღვაწეობა აფრიკაში დაიწყო – უგანდაში, შემდეგ კი მისია კენიაში, ტანზანიასა და კონგოში გაავრცელა. მამა ქრიზოსტომოსი გარდაიცვალა 1972 წლის 29 დეკემბერს. იგი მეორე ბერძენი მისიონერი იყო აფრიკაში, მცირე აზიის პიონერ არქიმანდრიტ ნიკოდიმოს სარიკასის შემდეგ.
მართლმადიდებელ ჟურნალისტთა კავშირი წერდა, რუმინეთის პატრიარქი დანიელის პატრიარქად არჩევიდან 18 წელი შესრულდა.
წაიკითხეთ ასევე
ბოლნისის მუზეუმში შეხვედრა გაიმართა
ღონისძიების ფარგლებში პროფესორებმა გიორგი ჭეიშვილმა და ვალერი ვაშაკიძემ საქართველოს გაქრისტიანებისა და ქართველთა ეთნოგენეზის საკითხებზე მოხსენებები წაიკითხეს.
სხალთის ეპარქიაში პატრიარქ შიო III-ის ლოცვა-კურთხევით საჯარო ნათლობა ჩატარდება
სვეტიცხოვლობის დღესასწაულის შემდეგ, ოქტომბერში, სხალთის ეპარქიას სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი შიო III ეწვევა.
ზესტაფონის ფეროშენადნობთა ქარხნის ტერიტორიაზე აღმართული ჯვარი აკურთხეს
მარგვეთისა და უბისის ეპისკოპოსმა მელქისედეკმა ქარხნის თანამშრომლებთან ერთად ჯვრის კურთხევის მსახურება აღასრულა.
საჩხერეში კონკურს-ფესტივალი „ქართული საგალობლები“ გაიმართა
საჩხერეში გამართულ სრულიად საქართველოს VIII კონკურს-ფესტივალზე „ქართული საგალობლები“ ქუთაის-გაენათის ეპარქიის ტრადიციული გალობის სტუდია „სიხარულის“ აღსაზრდელებმა მონაწილეობა მიიღეს.
საბერძნეთში ახალმოწამე ზლატას წმინდა ნაწილები აღმოაჩინეს
სამეცნიერო გამოკვლევის შედეგები სრულიად დაემთხვა ახალი მოწამე ზლატას ცხოვრებას, რაც ადასტურებდა წმინდანის აღმოჩენილი ნეშტის ნამდვილობას.
საჩხერეში კონკურს-ფესტივალი „ქართული საგალობლები“ გაიხსნა
საჩხერეში სრულიად საქართველოს მერვე კონკურს-ფესტივალი „ქართული საგალობლები“ დაიწყო, რომელიც ორი დღის განმავლობაში გაგრძელდება.