ეპისკოპოს გიორგი ჯამდელიანს სურამისა და ხაშურის ეპარქია ულოცავს დაბადების დღეს

მარნეულისა და ჰუჯაბის ეპისკოპოსი გიორგი. ფოტო: ღია წყარო

საქართველოს სამოციქულო ავტოკეფალური მართლმადიდებელი ეკლესიის წმინდა სინოდის წევრს, ყოვლადუსამღვდელოეს მარნეულისა და ჰუჯაბის ეპისკოპოსს გიორგის (ჯამდელიანი) დღეს დაბადების დღე აქვს.
სურამისა და ხაშურის ეპარქიის ოფიციალურ Facebook-გვერდზე გავრცელდა მილოცვა, სადაც ეპარქია ეპისკოპოსს დიდხანს სიცოცხლეს, მხნეობასა და ნაყოფიერ მოღვაწეობას უსურვებს:
„ვულოცავთ ყოვლადუსამღვდელოეს მარნეულისა და ჰუჯაბის ეპისკოპოსს გიორგის (ჯამდელიანი) დაბადების დღეს. ვუსურვებთ უფლის მადლით განმტკიცებულ დიდხანს სიცოცხლესა და მხნეობას ჩვენი ერისა და ეკლესიის საკეთილდღეოდ.“

ყოვლადუსამღვდელოესმა გიორგიმ (ჯამდელიანი) საეკლესიო მოღვაწეობა 2005 წელიდან დაიწყო რუის-ურბნისის ეპარქიაში, ძამის ხეობაში. 2006 წლის 27 აგვისტოს იღუმენ ეფრემის ლოცვა-კურთხევით ქოზიფის მამათა მონასტერში ბერად აღკვეცეს. 2006 წლის 4 დეკემბერს მიტროპოლიტ იობის მიერ იკურთხა ბერ-დიაკვნად, ხოლო 2007 წლის 19 იანვარს — მღვდელ-მონაზვნად.
გიორგი მეუფე წინამძღვრობდა ტბეთის, ქოზიფის, პირღებულის და სახუნდარის მამათა მონასტრებს. 2013 წლის 11 ოქტომბერს წმინდა სინოდის მიერ მარნეულისა და ჰუჯაბის ეპისკოპოსად გამოირჩა, ხოლო 2013 წლის 23 ნოემბერს, გიორგობის დღესასწაულზე, სვეტიცხოვლის ტაძარში სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქმა ილია II-მ აკურთხა.

მართლმადიდებელ ჟურნალისტთა კავშირი წერდა, მიტროპოლიტმა ანდრიამ გორში დიაკვნად აკურთხა არჩილ შავდათუაშვილი.

 

წაიკითხეთ ასევე

საბერძნეთში ახალმოწამე ზლატას წმინდა ნაწილები აღმოაჩინეს

სამეცნიერო გამოკვლევის შედეგები სრულიად დაემთხვა ახალი მოწამე ზლატას ცხოვრებას, რაც ადასტურებდა წმინდანის აღმოჩენილი ნეშტის ნამდვილობას.

საჩხერეში კონკურს-ფესტივალი „ქართული საგალობლები“ გაიხსნა

საჩხერეში სრულიად საქართველოს მერვე კონკურს-ფესტივალი „ქართული საგალობლები“ დაიწყო, რომელიც ორი დღის განმავლობაში გაგრძელდება.

ქუთაისში ეროვნულ გამოცდებზე უმაღლესი შედეგების მქონე აბიტურიენტები დააჯილდოვეს

წარმატებულ ახალგაზრდებს ჯილდოები და სიგელები გადასცეს.

გორის ყოვლადწმინდა სამების ტაძარს დეკანოზი ანატოლი ფიოდორუკი ეწვია

სადღესასწაულო ღვთისმსახურება ტაძრის წინამძღვარმა სტუმარ დეკანოზ ანატოლე ფიოდორუკთან და პოლონეთიდან ჩამოსულ მგალობელთა გუნდთან ერთად აღასრულა.

ლევილის ქართველთა მამულის მასშტაბური სარეაბილიტაციო სამუშაოები დასრულდა

რეაბილიტირებული მამული სამუზეუმო, საგანმანათლებლო, საბიბლიოთეკო და კულტურულ სივრცეებს გააერთიანებს.

ალავერდის საკათედრო ტაძარში იოსებ ალავერდელის ხსენების დღე აღინიშნა

ალავერდის წმინდა გიორგის სახელობის საკათედრო ტაძარში დღესასწაულთან დაკავშირებით საღმრთო ლიტურგია აღევლინა.