„მე ვეუბნები „დიახ“ ქრისტიანულ ევროპას, „არა“ გეი ევროპას“, - მოლდოველი ეპისკოპოსი

მთავარეპისკოპოსი მარკელი. ფოტო: Reuters

მოლდოვას მართლმადიდებლური ეკლესიის ერთ-ერთმა წამყვანმა იერარქმა, მთავარეპისკოპოსმა მარკელმა, როიტერთან კომენტარში მკვეთრად გააკრიტიკა ევროკავშირში ლგბტ დღის წესრიგის დაწესება. ინფორმაციას Reuters ავრცელებს. 

„ეს ყველაზე დიდი ცოდვაა“, - თქვა მთავარეპისკოპოსმა. „მე ვეუბნები „დიახ“ კულტურულ, ქრისტიანულ ევროპას. მე ვეუბნები „არა“ გეი ევროპას. თუ გეებთან ერთად მოდიხარ, ჯობია საერთოდ არ მოხვიდე“.

ეს განცხადებები 28 სექტემბრის საპარლამენტო არჩევნების წინა დღეს გაკეთდა, რომელმაც შეიძლება განსაზღვროს მოლდოვას გეოპოლიტიკური მომავალი.

როიტერმა რუსეთის მართლმადიდებლური ეკლესია არჩევნებზე გავლენის მოხდენის მცდელობაში დაადანაშაულა და განაცხადა, რომ 2024 წელს მოლდოველი მართლმადიდებელი მღვდლების მომლოცველობის დროს მათ რუსეთის სახელმწიფო ბანკიდან ასობით დოლარის შემცველი სადებეტო ბარათები გადასცეს. მთავარეპისკოპოს მარკელის თქმით, საბანკო ბარათები გაიცა იმისთვის, რომ სასულიერო პირებს მომლოცველობის დროს ეკლესიის მაღაზიებში რელიგიური ატრიბუტიკის შეძენა შეძლებოდათ.

 

მთავარეპისკოპოსმა მარკელმა უსაფუძვლო და შეთხზული უწოდა ნებისმიერ საუბარს რუსეთის მიერ არჩევნებზე გავლენის მოხდენის კამპანიაზე, რომელიც მიზნად ისახავს მოლდოველი ლიდერების მიერ ამომრჩევლის საჭიროებების დაკმაყოფილების უუნარობის დაფარვას.

შეგახსენებთ, სანდუ ამტკიცებს, რომ რუსეთის მართლმადიდებლური ეკლესიის სასულიერო პირები პროპაგანდის გავრცელებით გავლენას ახდენენ არჩევნებზე.

21 სექტემბერს რუსთავში საჯარო ლექცია გაიმართება

ღონისძიების ფარგლებში გაიმართება ლექციები თემებზე „ქართული ჰაგიოგრაფია“ და „წმინდა ნინო — დედა ქართლისა“.

შიდა ქართლის ჩრდილოეთ სოფლებში ლოცვითი მსვლელობა გრძელდება

ქრისტიანობის სახელმწიფო რელიგიად გამოცხადებიდან 1700 წლისთავთან დაკავშირებით, მეუფე ანდრიას ეპარქიებში ლოცვითი მსვლელობა იმართება.

კვიპროსის ეკლესია: მოვუწოდებთ სახელმწიფოს, შეაჩეროს სტავროვუნის მონასტერთან კარიერის გაფართოება

კვიპროსის ეკლესიის წმინდა სინოდი 2026 წლის 17 სექტემბერს შეიკრიბა სტავროვუნის მონასტრის ტერიტორიაზე კარიერის გაფართოების საკითხთან დაკავშირებით.

გერმანიაში ისლამისტი მიგრანტი დააკავეს, რომელიც ეკლესიაზე თავდასხმას გეგმავდა

გამომძიებლების თქმით, 24 წლის ერაყელმა შეიძინა იარაღი და დაათვალიერა ბრემენში მდებარე ეკლესია, რომელზეც თავდასხმას გეგმავდა.

ღვთისმშობლის შობის სადღესასწაულო ღამისთევის მსახურება ჩატარდება ზემო ბეთლემის ტაძარში

ღვთისმსახურებას ტაძრის წინამძღვარი დეკანოზი იოანე აღავლენს.

საქართველოს საპატრიარქოში მორიგი ღონისძიება გაიმართა

2026 წელს პროგრამაში 288 საჯარო სკოლა ჩაერთო — ღირებულებითი განათლების კლუბები სკოლებში მუშაობას მომავალი კვირიდან დაიწყებენ.