უბისის მონასტერში გრიგოლ ხანძთელის ხსენების დღეს საზეიმო წირვა აღევლინა
საღმრთო ლიტურგია მარგვეთისა და უბისის ეპისკოპოსმა მელქისედეკმა ეპარქიისა და სტუმარი სამღვდელოების თანამსახურებით აღასრულა.
2026 წლის 18 ოქტომბერს, ღირსი მამის, წმინდა გრიგოლ ხანძთელის ხსენების დღეს, მარგვეთისა და უბისის ეპისკოპოსმა მელქისედეკმა (ხაჩიძე) უბისის წმინდა გიორგის სახელობის მამათა მონასტერში საზეიმო საღმრთო ლიტურგია აღავლინა.
მღვდელმთავარს თანამსახურებდნენ მარგვეთისა და უბისის ეპარქიისა და ეპარქიაში სტუმრად მყოფი სასულიერო პირები.
საღმრთო ლიტურგიის დასასრულს შესრულდა ლიტანიობა. ღვთისმსახურების დასრულების შემდეგ ეპისკოპოსმა მელქისედეკმა ტაძარში შეკრებილ მრევლს ქადაგებით მიმართა და წმინდა გრიგოლ ხანძთელის ხსენების დღესასწაული მიულოცა.
მართლმადიდებელ ჟურნალისტთა კავშირი წერდა, მარგვეთისა და უბისის ეპარქიას მართლმადიდებელი ეკლესიების წარმომადგენლები ეწვივნენ.
0
0
ღირსი მამა გრიგოლ ხანძთელი
მარგვეთისა და უბისის ეპარქია
მელქისედეკი – მარგვეთისა და უბისის ეპისკოპოსი
ღვთისმსახურება
თუ შეამჩნევთ შეცდომას, აირჩიეთ საჭირო ტექსტი და დააჭირეთ Ctrl+Enter ან გაგზავნეთ შეცდომა, რათა შეატყობინოთ რედაქტორებს.
ასევე წაიკითხეთ
