საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქმა წიგნების სერიის რედაქტორები მიიღო

დღეს 09:46
10
საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქმა მიიღო ბელგიისა და ჰოლანდიის ეპისკოპოსი დოსითეოსი (ბოგვერაძე), იღუმენები: ეფრემი (ლომიძე) და ლეონიდე (ებრალიძე), ასევე შოთა კინწურაშვილი და ნინო საძაგლიშვილი საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქმა მიიღო ბელგიისა და ჰოლანდიის ეპისკოპოსი დოსითეოსი (ბოგვერაძე), იღუმენები: ეფრემი (ლომიძე) და ლეონიდე (ებრალიძე), ასევე შოთა კინწურაშვილი და ნინო საძაგლიშვილი

შეხვედრას ესწრებოდნენ საპატრიარქოს საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურის ხელმძღვანელი, დეკანოზი ანდრია ჯაღმაიძე და მისი მოადგილე, დეკანოზი გურამ ჭარელაშვილი.

ამა წლის 16 ოქტომბერს უწმინდესმა და უნეტარესმა, სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქმა, მცხეთა-თბილისის მთავარეპისკოპოსმა და ბიჭვინთისა და ცხუმ-აფხაზეთის მიტროპოლიტმა შიო III-მ საპატრიარქო რეზიდენციაში მიიღო ბელგიისა და ჰოლანდიის ეპისკოპოსი დოსითეოსი (ბოგვერაძე), იღუმენები: ეფრემი (ლომიძე) და ლეონიდე (ებრალიძე), ასევე შოთა კინწურაშვილი და ნინო საძაგლიშვილი, რომლებიც წიგნების სერიის - „საეკლესიო საგანმანათლებლო თავნი“ - გამოცემაში მონაწილეობენ.
შეხვედრას ესწრებოდნენ საპატრიარქოს საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურის ხელმძღვანელი, დეკანოზი ანდრია ჯაღმაიძე და მისი მოადგილე, დეკანოზი გურამ ჭარელაშვილი.
ამ თემაზე სრულიად საქართველოს კათოლიკოს პატრიარქის სიტყვა საერთაშორისო სიმპოზიუმზე
საერთაშორისო სიმპოზიუმზე „ღმერთი, სამშობლო, ადამიანი“ კათოლიკოს-პატრიარქმა საქართველოს ქრისტიანულ მემკვიდრეობაზე, თანამედროვე გამოწვევებსა და სარწმუნოების, სამშობლოსა და მოყვასისადმი ერთგულებაზე ისაუბრა.
შეხვედრაზე წარადგინეს სერია „საეკლესიო საგანმანათლებლო თავნი“, რომლის მომზადებაშიც საზღვარგარეთ მოღვაწე ქართველი სასულიერო პირები და თეოლოგები მონაწილეობენ. მათ შორის არიან გერმანიაში, ავსტრიასა და საბერძნეთში მოღვაწე სადოქტორო ხარისხის მქონე მკვლევრები.
სერიის მიზანია საზღვარგარეთ მყოფი ქართველი თეოლოგების გაერთიანება, მათი სამეცნიერო-საგანმანათლებლო საქმიანობის ხელშეწყობა და საქართველოს ეკლესიასთან კავშირის გაღრმავება.
აღინიშნა, რომ ამ საქმიანობის გაგრძელებისთვის კათოლიკოს-პატრიარქის კურთხევასა და მხარდაჭერას დიდი მნიშვნელობა აქვს.
შეხვედრის დასასრულს მისმა უწმინდესობამ სტუმრებს ღირს ალექსი სენაკელის (შუშანია) შესახებ დაწერილი წიგნები და საქართველოში ქრისტიანობის სახელმწიფო რელიგიად გამოცხადების 1700 წლისთავთან დაკავშირებით დამზადებული სამღვდელო და საიუბილეო ჯვრები აჩუქა. თავის მხრივ, სტუმრებმაც მის უწმინდესობას ახალი წიგნები უსახსოვრეს.
თუ შეამჩნევთ შეცდომას, აირჩიეთ საჭირო ტექსტი და დააჭირეთ Ctrl+Enter ან გაგზავნეთ შეცდომა, რათა შეატყობინოთ რედაქტორებს.
თუ ტექსტში შეცდომას აღმოაჩენთ, აირჩიეთ ის მაუსით და დააჭირეთ Ctrl+Enter ან ამ ღილაკს. თუ ტექსტში შეცდომას აღმოაჩენთ, მონიშნეთ იგი მაუსით და დააწკაპუნეთ ამ ღილაკზე მონიშნული ტექსტი ძალიან გრძელია!
ასევე წაიკითხეთ