გამოიცა წმინდა მაქსიმე აღმსარებლის შრომათა მეორე ტომი
გამოცემაში ეპისტოლეთა სრული კორპუსი და „ამბიგვები თომასადმი“ პირველი ნაწილი შევიდა — თხზულებები ბერძნულიდან თეოლოგმა ედიშერ ჭელიძემ თარგმნა.
საქართველოს საპატრიარქოს წმინდა გიორგი მთაწმინდელის სახელობის სამეცნიერო ცენტრის დაკვეთით, დასრულდა კიდევ ერთი საგამომცემლო პროექტი — გამოიცა ეკლესიის დიდი მოძღვრისა და მასწავლებლის, წმინდა მაქსიმე აღმსარებლის შრომათა მეორე ტომი.
ახალი გამოცემა აერთიანებს წმინდა მამის ეპისტოლეთა სრულ კორპუსსა და თხზულების — „ამბიგვები თომასადმი“ — პირველ ნაწილს. ტექსტები ბერძნული ენიდან თარგმნა, წინათქმა და განმარტებები დაურთო თეოლოგმა ედიშერ ჭელიძემ.
გამოცემა წმინდა მაქსიმე აღმსარებლის საღვთისმეტყველო მემკვიდრეობის ქართულ ენაზე წარმოდგენის საქმეს აგრძელებს და მკითხველს შესაძლებლობას აძლევს, მშობლიურ ენაზე გაეცნოს ეკლესიის დიდი მასწავლებლის თხზულებებს. თარგმანთან ერთად დართული წინათქმა და განმარტებები ტექსტების შესწავლასა და გააზრებას ემსახურება.
წიგნის შეძენა შესაძლებელია მაღაზიათა ქსელ „ალილოში“, ასევე წიგნის მაღაზიებში — „იადგარსა“ და „ჩირაღდანში“.
მართლმადიდებელ ჟურნალისტთა კავშირი წერდა, მღვდელმოწამე დიონისე არეოპაგელი - ათენელი ეპისკოპოსი.
