მარგვეთისა და უბისის ეპარქიას მართლმადიდებელი ეკლესიების წარმომადგენლები ეწვივნენ

დღეს 10:10
12
მარგვეთისა და უბისის ეპარქიას მართლმადიდებელი ეკლესიების წარმომადგენლები სტუმრობდნენ. ფოტო: ეპარქიის გვერდი მარგვეთისა და უბისის ეპარქიას მართლმადიდებელი ეკლესიების წარმომადგენლები სტუმრობდნენ. ფოტო: ეპარქიის გვერდი

საქართველოში ქრისტიანობის სახელმწიფო რელიგიად გამოცხადების 1700 წლისთავთან დაკავშირებით ჩამობრძანებულმა მღვდელმთავრებმა ეპარქიის ტაძრები და მონასტერი მოილოცეს.

2026 წლის 15 ოქტომბერს, მარგვეთისა და უბისის ეპისკოპოს მელქისედეკის (ხაჩიძე) მოწვევით, ეპარქიას სხვადასხვა მართლმადიდებელი ეკლესიის წარმომადგენლები სტუმრობდნენ, რომლებიც საქართველოში ქრისტიანობის სახელმწიფო რელიგიად გამოცხადების 1700 წლის საიუბილეო ღონისძიებებში მონაწილეობის მისაღებად იმყოფებოდნენ.

ამ თემაზე ზესტაფონის ფეროშენადნობთა ქარხნის ტერიტორიაზე აღმართული ჯვარი აკურთხეს
მარგვეთისა და უბისის ეპისკოპოსმა მელქისედეკმა ქარხნის თანამშრომლებთან ერთად ჯვრის კურთხევის მსახურება აღასრულა.

სტუმრებს შორის იყვნენ საბერძნეთის ეკლესიის წარმომადგენელი, დიდიმოტიხის, ორესტიადისა და სუფლის მიტროპოლიტი დამასკინოსი, პოლონეთის მართლმადიდებელი ეკლესიის წარმომადგენელი, სუპრასლის ეპისკოპოსი ანდრია და ფოთისა და ხობის მიტროპოლიტი გრიგოლი.

მღვდელმთავრებმა ეპისკოპოს მელქისედეკთან ერთად მოილოცეს უბისის წმინდა გიორგის სახელობის მამათა მონასტერი, ზესტაფონის ყოვლადწმინდა ღვთისმშობლის მიძინების სახელობის საკათედრო ტაძარი, ზესტაფონის ახალმოწამეთა სახელობის ტაძარი და ხარაგაულის მაცხოვრის შობის სახელობის საკათედრო ტაძარი.

მოლოცვისას მღვდელმთავრებმა ტაძრებში შეკრებილი მრევლი დალოცეს და საქართველოსთვის ღირსშესანიშნავი თარიღი — ქრისტიანობის სახელმწიფო რელიგიად გამოცხადების 1700 წლისთავი მიულოცეს.

მართლმადიდებელ ჟურნალისტთა კავშირი წერდა, ზესტაფონში კვალითის დასაზლებაში ახალმოწამეთა სახელობის ტაძარში პირველი ლიტურგია აღევლინა.

თუ შეამჩნევთ შეცდომას, აირჩიეთ საჭირო ტექსტი და დააჭირეთ Ctrl+Enter ან გაგზავნეთ შეცდომა, რათა შეატყობინოთ რედაქტორებს.
თუ ტექსტში შეცდომას აღმოაჩენთ, აირჩიეთ ის მაუსით და დააჭირეთ Ctrl+Enter ან ამ ღილაკს. თუ ტექსტში შეცდომას აღმოაჩენთ, მონიშნეთ იგი მაუსით და დააწკაპუნეთ ამ ღილაკზე მონიშნული ტექსტი ძალიან გრძელია!
ასევე წაიკითხეთ