„პალიასტომის“ ღვთისმშობლის ხატი ბაგრატის საკათედრო ტაძარში მიაბრძანეს

2824
დღეს 10:51
5
ქუთაისის მფარველი „პალიასტომის“ ღვთისმშობლის ხატი ბაგრატის საკათედრო ტაძარში მიაბრძანეს. ფოტო: ეპარქიის გვერდი ქუთაისის მფარველი „პალიასტომის“ ღვთისმშობლის ხატი ბაგრატის საკათედრო ტაძარში მიაბრძანეს. ფოტო: ეპარქიის გვერდი

11 ოქტომბერს ქუთათელ-გაენათელმა მიტროპოლიტმა იოანემ საღმრთო ლიტურგია და სამშვიდობო პარაკლისი აღასრულა.

პალიასტომის ღვთისმშობლის ხატი (შემდგომში ცნობილი როგორც ქუთაისის ყოვლადწმინდა ღვთისმშობელი) შუა საუკუნეების ქართული საეკლესიო ხელოვნებისა და ისტორიოგრაფიის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი ძეგლია. 

პალიასტომის ღვთისმშობლის სასწაულმოქმედი ხატის დღესასწაული ყოველი წლის 11 ოქტომბერს (ძველი სტილით 28 სექტემბერს) აღინიშნება. ხატზე ღვთისმშობელი მარიამი ყრმასთან ერთად არის გამოსახული.

ამ თემაზე „პალიასტომის“ ღვთისმშობლის სასწაულთმოქმედი ხატის დღესასწაული
„პალიასტომის“ ღვთისმშობლის სასწაულთმოქმედი ხატი არის კიდევ ერთი მყარი დასტური იმისა, თუ რაოდენ დიდი და განსაკუთრებული სიყვარული ჰქონდათ ჩვენს წინაპრებს ყოვლადწმინდა დედოფლის მიმართ.

11 ოქტომბერს ქუთაისის სახელმწიფო ისტორიული მუზეუმიდან ქუთაისის მფარველი „პალიასტომის“ ყოვლადწმინდა ღვთისმშობლის ხატი გამოაბრძანეს და ქუთაისის ყოვლადწმინდა ღვთისმშობლის მიძინების სახელობის სიონის — ბაგრატის საკათედრო ტაძარში მიაბრძანეს.

საკათედრო ტაძარში საღმრთო ლიტურგია აღასრულა მაღალყოვლადუსამღვდელოესმა ქუთათელ-გაენათელმა მიტროპოლიტმა იოანემ.

მღვდელმთავარმა ასევე შეასრულა სამშვიდობო პარაკლისი და მშვიდობისათვის ლოცვა აღავლინა.

მართლმადიდებელ ჟურნალისტთა კავშირი წერდა, 11 ოქტომბერს „პალიასტომის“ ღვთისმშობლის ხატს ბაგრატის ტაძარში მიაბრძანებენ.

თუ შეამჩნევთ შეცდომას, აირჩიეთ საჭირო ტექსტი და დააჭირეთ Ctrl+Enter ან გაგზავნეთ შეცდომა, რათა შეატყობინოთ რედაქტორებს.
თუ ტექსტში შეცდომას აღმოაჩენთ, აირჩიეთ ის მაუსით და დააჭირეთ Ctrl+Enter ან ამ ღილაკს. თუ ტექსტში შეცდომას აღმოაჩენთ, მონიშნეთ იგი მაუსით და დააწკაპუნეთ ამ ღილაკზე მონიშნული ტექსტი ძალიან გრძელია!
ასევე წაიკითხეთ