აშშ-ი ყოვლადწმინდა ღვთისმშობლისა და წმინდა გაბრიელის ხატები ჩააბრძანეს
საქართველოში ქრისტიანობის სახელმწიფო რელიგიად გამოცხადების 1700 წლის იუბილესთან დაკავშირებით ჩასულ დელეგაციას ნიუ-იორკში ჩრდილოეთ ამერიკის ეპისკოპოსი საბა, სამღვდელოება და ქართული სამრევლოების წარმომადგენლები დახვდნენ.
საქართველოში ქრისტიანობის სახელმწიფო რელიგიად გამოცხადების 1700 წლის იუბილესთან დაკავშირებით, საქართველოს საპატრიარქოსა და საქართველოს სახელმწიფოს ინიციატივითა და მხარდაჭერით, ამერიკის შეერთებულ შტატებში დელეგაცია ჩავიდა.
დელეგაციამ ამერიკაში ჩააბრძანა ყოვლადწმინდა ღვთისმშობლის წილხვდომილობის ხატი და წმინდა ღირსი გაბრიელ აღმსარებლისა და სალოსის ხატი, რომელშიც წმინდანის წმინდა ნაწილია ჩაბრძანებული.
ნიუ-იორკის ჯონ კენედის სახელობის საერთაშორისო აეროპორტში დელეგაციასა და სიწმინდეებს დახვდნენ ჩრდილოეთ ამერიკის ეპისკოპოსი საბა, ეპარქიის სამღვდელოება, ნიუ-იორკში საქართველოს გენერალური კონსული მაკა ბართაია და ადგილობრივი სამრევლოების წარმომადგენლები.
წმინდა ხატებისა და წმინდა ნაწილის ამერიკაში ჩაბრძანება განსაკუთრებული მნიშვნელობის მოვლენაა იქ მცხოვრები ქართველი მართლმადიდებელი მრევლისთვის. საიუბილეო ინიციატივა საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის სულიერი მემკვიდრეობისა და ქრისტიანული ტრადიციების წარმოჩენას ემსახურება და სამშობლოსთან სულიერი ერთობის მნიშვნელობას უსვამს ხაზს.
მართლმადეიდებელ ჟურნალისტთა კავშირი წერდა, თბილისში საერთაშორისო სიმპოზიუმი „ღმერთი, სამშობლო, ადამიანი“ გაიხსნა.
