11 ოქტომბერს პალიასტომის ღვთისმშობლის სასწაულთმოქმედი ხატის დღესასწაულია

2824
გუშინ 11:36
12
პალიასტომის ღვთისმშობლის დღესასწაული, 2022 წელი. ფოტო: ეპარქიის გვერდი პალიასტომის ღვთისმშობლის დღესასწაული, 2022 წელი. ფოტო: ეპარქიის გვერდი

პალიასტომის ღვთისმშობლის ხატი (შემდგომში ცნობილი როგორც ქუთაისის ყოვლადწმინდა ღვთისმშობელი) შუა საუკუნეების ქართული საეკლესიო ხელოვნებისა და ისტორიოგრაფიის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი ძეგლია. 

პალიასტომის ღვთისმშობლის სასწაულმოქმედი ხატის დღესასწაული ყოველი წლის 11 ოქტომბერს (ძველი სტილით 28 სექტემბერს) აღინიშნება. ხატზე ღვთისმშობელი მარიამი ყრმასთან ერთად არის გამოსახული.

ამ თემაზე „პალიასტომის“ ღვთისმშობლის სასწაულთმოქმედი ხატის დღესასწაული
„პალიასტომის“ ღვთისმშობლის სასწაულთმოქმედი ხატი არის კიდევ ერთი მყარი დასტური იმისა, თუ რაოდენ დიდი და განსაკუთრებული სიყვარული ჰქონდათ ჩვენს წინაპრებს ყოვლადწმინდა დედოფლის მიმართ.

ხელოვნებათმცოდნე და აკადემიკოსი გიორგი ჩუბინაშვილი მას XVI საუკუნით ათარიღებს. ისტორიულად ხატი გურიაში, ციხე-ქალაქ პალიასტომის საკრებულო ტაძარში იმყოფებოდა, დღეს კი ის ქუთაისის სახელმწიფო ისტორიულ მუზეუმშია დაცული და ქუთაისის მფარველადაც ითვლება.

დღეს „პალიასტომის“ ღვთისმშობლის ხატს ბაგრატის ტაძარში მიაბრძანეს. ქუთათელ-გაენათელი მიტროპოლიტი იოანე საღმრთო ლიტურგიასა და სამშვიდობო პარაკლისს აღასრულებს. 

ღვთისმშობლის ხატი საკათედრო ტაძარში 16:00 საათამდე იქნება დაბრძანებული. ამ დროის განმავლობაში მომლოცველებს სიწმინდესთან მიახლებისა და მის წინაშე ლოცვის შესაძლებლობა ექნებათ.

მართლმადიდებელ ჟურნალისტთა კავშირი წერდა, 11 ოქტომბერს „პალიასტომის“ ღვთისმშობლის ხატს ბაგრატის ტაძარში მიაბრძანებენ.

თუ შეამჩნევთ შეცდომას, აირჩიეთ საჭირო ტექსტი და დააჭირეთ Ctrl+Enter ან გაგზავნეთ შეცდომა, რათა შეატყობინოთ რედაქტორებს.
თუ ტექსტში შეცდომას აღმოაჩენთ, აირჩიეთ ის მაუსით და დააჭირეთ Ctrl+Enter ან ამ ღილაკს. თუ ტექსტში შეცდომას აღმოაჩენთ, მონიშნეთ იგი მაუსით და დააწკაპუნეთ ამ ღილაკზე მონიშნული ტექსტი ძალიან გრძელია!
ასევე წაიკითხეთ