მიტროპოლიტმა იობმა იმერხევის მონასტერში სადღესასწაულო ლიტურგია აღავლინა
ყოვლადწმინდა ღვთისმშობლის შობის დღესასწაულთან დაკავშირებით საზეიმო ღვთისმსახურება 09:00 საათზე დაიწყო.
21 სექტემბერს, ყოვლადწმინდა ღვთისმშობლის შობის დღესასწაულთან დაკავშირებით, ყოვლადუსამღვდელოესმა მროველ-ურბნელმა მიტროპოლიტმა იობმა (აქიაშვილმა) სადღესასწაულო საღმრთო ლიტურგია აღავლინა.
სადღესასწაულო ღვთისმსახურება იმერხევის ღვთისმშობლის შობის სახელობის მამათა მონასტერში ჩატარდა.
ლიტურგია 09:00 საათზე დაიწყო.
მართლმადიდებელ ჟურნალისტთა კავშირი წერდა, ქარელში წმინდა ანთიმოზ ივერიელის სახელობის ტაძართან არსებული სამრევლო სკოლა აკურთხეს.
0
0
თუ შეამჩნევთ შეცდომას, აირჩიეთ საჭირო ტექსტი და დააჭირეთ Ctrl+Enter ან გაგზავნეთ შეცდომა, რათა შეატყობინოთ რედაქტორებს.
ასევე წაიკითხეთ