ქარელში წმინდა ანთიმოზ ივერიელის სახელობის ტაძართან არსებული სამრევლო სკოლა აკურთხეს

2824
15 სექტემბერი 15:55
43
წმიდა ანთიმოზ ივერიელის სახელობის ტაძართან არსებული სამრევლო სკოლა. ფოტო: ეპარქიის გვერდი წმიდა ანთიმოზ ივერიელის სახელობის ტაძართან არსებული სამრევლო სკოლა. ფოტო: ეპარქიის გვერდი

ინდიქტიონის დაწყების, მროველ-ურბნელმა მიტროპოლიტმა იობმა სამრევლო სკოლა აკურთხა და მოსწავლეებს სასწავლო-სულიერი საქმიანობის დაწყება დალოცა.

14 სექტემბერს, საეკლესიო ახალი წლის – ინდიქტიონის დაწყების დღეს, ქარელში, წმინდა ანთიმოზ ივერიელის სახელობის ტაძართან არსებული სამრევლო სკოლა საზეიმოდ აკურთხა მროველ-ურბნელმა მიტროპოლიტმა იობმა (აქიაშვილმა).

სამრევლო სკოლის გახსნა მროველ-ურბნის ეპარქიისთვის ახალი სულიერი და საგანმანათლებლო სივრცის შექმნას ემსახურება. სკოლაში ბავშვებსა და ახალგაზრდებს შესაძლებლობა ექნებათ, მონაწილეობა მიიღონ სხვადასხვა შემოქმედებით და შემეცნებით წრეში, გაიღრმაონ ცოდნა და განავითარონ სულიერი, ინტელექტუალური და შემოქმედებითი უნარები.

სამრევლო სკოლის საქმიანობას უხელმძღვანელებს დეკანოზი ვიტალი ღვინიაშვილი.

ახალი სასწავლო-სამრევლო სივრცე ბავშვებისა და ახალგაზრდებისთვის სულიერი და პიროვნული განვითარების ხელშემწყობ გარემოს შექმნას შეუწყობს ხელს.

მართლმადიდებელ ჟურნალისტთა კავშირი წერდა, ქარელის წმინდა ანთიმოზ ივერიელის სახელობის ტაძარში საკვირაო სკოლა გაიხსნება.

თუ შეამჩნევთ შეცდომას, აირჩიეთ საჭირო ტექსტი და დააჭირეთ Ctrl+Enter ან გაგზავნეთ შეცდომა, რათა შეატყობინოთ რედაქტორებს.
თუ ტექსტში შეცდომას აღმოაჩენთ, აირჩიეთ ის მაუსით და დააჭირეთ Ctrl+Enter ან ამ ღილაკს. თუ ტექსტში შეცდომას აღმოაჩენთ, მონიშნეთ იგი მაუსით და დააწკაპუნეთ ამ ღილაკზე მონიშნული ტექსტი ძალიან გრძელია!
ასევე წაიკითხეთ