ბრუკლინის ქართულ სამრევლოში ღვთისმშობლის შობის დღესასწაულს აღნიშნავენ
20 სექტემბერს, დღესასწაულის წინ, ტაძარში სადღესასწაულო ღვთისმსახურებას ჩრდილოეთ ამერიკის ეპისკოპოსი საბა (ინწკირველი) სამღვდელოებასთან ერთად აღასრულებს.
21 სექტემბერს ბრუკლინში, ღვთისმშობლის შობის სახელობის ქართულ მართლმადიდებელ სამრევლოში ტაძრის დღესასწაული აღინიშნება.
დღესასწაულთან დაკავშირებით, 20 სექტემბერს, საღამოს 21:00 საათზე, ჩრდილოეთ ამერიკის ეპისკოპოსი, მეუფე საბა (ინწკირველი), სამღვდელოებასთან ერთად სადღესასწაულო ღვთისმსახურებას აღავლენს.
ამავე დღეს ბრუკლინის ღვთისმშობლის შობის სახელობის ტაძარში სამრევლოს დიაკვნის, მამა დავით ბაჩიაშვილის, მღვდლად ხელდასხმა (კურთხევა) შესრულდება.
სამრევლოსთვის ეს დღე განსაკუთრებულად მნიშვნელოვანი იქნება, რადგან ტაძრის დღესასწაულს ახალი მღვდლის ხელდასხმის მადლიერებითა და სიხარულით შეხვდებიან.
მართლმადიდებელ ჟურნალისტთა კავშირი წერდა, სამების საკათედრო ტაძარში ეპისკოპოსმა საბამ ილია მეორის სულის მოსახსენიებელი პანაშვიდი აღავლინა.