მიტროპოლიტმა იოანემ საღმრთო ლიტურგია ბაგრატის ტაძარში აღავლინა

14 სექტემბერი 12:16
126
ბაგრატის ტაძარი. ფოტო: ღია წყარო ბაგრატის ტაძარი. ფოტო: ღია წყარო

ყოვლადწმიდა ღმრთისმშობლის პატიოსანი სარტყლის დადების ხსენების დღეს ქუთაისის ყოვლადწმიდა ღმრთისმშობლის მიძინების-სიონის სახელობის ტაძარში სადღესასწაულო ღვთისმსახურება აღესრულა.

13 სექტემბერს, ყოვლადწმიდა ღმრთისმშობლის პატიოსანი სარტყლის დადების ხსენების დღეს, მისმა მაღალყოვლადუსამღვდელოესობამ, ქუთათელ-გაენათელმა მიტროპოლიტმა იოანემ, საღმრთო ლიტურგია ქუთაისის ყოვლადწმიდა ღმრთისმშობლის მიძინების-სიონის (ბაგრატის) სახელობის საკათედრო ტაძარში აღავლინა.

მეუფე იოანემ ღვთისმსახურება ეპარქიის სამღვდელოებასთან ერთად აღასრულა. სადღესასწაულო ლიტურგიაზე მრევლმა ერთობლივი ლოცვით აღნიშნა ყოვლადწმიდა ღმრთისმშობლის პატიოსანი სარტყლის დადების ხსენების დღე.

ღვთისმსახურებისას მორწმუნეებმა ყოვლადწმიდა ღმრთისმშობელს შეავედრეს საკუთარი ოჯახები, ახლობლები და სრულიად საქართველო.

მართლმადიდებელ ჟურნალისტთა კავშირი წერდა, გელათის ახლად აღდგენილ მამათა მონასტერში ენკენია აღესრულა.

თუ შეამჩნევთ შეცდომას, აირჩიეთ საჭირო ტექსტი და დააჭირეთ Ctrl+Enter ან გაგზავნეთ შეცდომა, რათა შეატყობინოთ რედაქტორებს.
თუ ტექსტში შეცდომას აღმოაჩენთ, აირჩიეთ ის მაუსით და დააჭირეთ Ctrl+Enter ან ამ ღილაკს. თუ ტექსტში შეცდომას აღმოაჩენთ, მონიშნეთ იგი მაუსით და დააწკაპუნეთ ამ ღილაკზე მონიშნული ტექსტი ძალიან გრძელია!
ასევე წაიკითხეთ