გელათის ახლად აღდგენილ მამათა მონასტერში ენკენია აღესრულა

11 სექტემბერი 11:53
175
ქუთათელ-გაენათელმა მიტროპოლიტმა იოანემ ახლად აღდგენილი მამათა მონასტრის ენკენია (განახლება) აღასრულა ქუთათელ-გაენათელმა მიტროპოლიტმა იოანემ ახლად აღდგენილი მამათა მონასტრის ენკენია (განახლება) აღასრულა

ქუთათელ-გაენათელმა მიტროპოლიტმა იოანემ (გამრეკელი) მონასტრის წინამძღვრად მღვდელ-მონაზონი კონსტანტინე (აბდალაძე) დაადგინა.

2026 წლის 10 სექტემბერს ქუთათელ-გაენათელმა მიტროპოლიტმა იოანემ (გამრეკელი) ტყიბულის მუნიციპალიტეტის სოფელ გელათში მართალ ლაზარეს მკვდრეთით აღდგინების სახელობის შუა საუკუნეების ახლად აღდგენილ მამათა მონასტერში ენკენია აღასრულა.

ენკენია ტაძრის განახლებისა და ხელახალი კურთხევის საეკლესიო წესია, რომლის აღსრულებითაც განახლებული ტაძარი კვლავ საეკლესიო მსახურებისთვის იკურთხება.

ღვთისმსახურების დასრულების შემდეგ მიტროპოლიტმა იოანემ მონასტრის წინამძღვრად მღვდელ-მონაზონი კონსტანტინე (აბდალაძე) დაადგინა.

მართლმადიდებელ ჟურნალისტთა კავშირი წერდა, ქუთათელ-გაენათელმა მიტროპოლიტმა იოანემ დიაკონი ლაზარე გვენცაძე მღვდლად აკურთხა.

თუ შეამჩნევთ შეცდომას, აირჩიეთ საჭირო ტექსტი და დააჭირეთ Ctrl+Enter ან გაგზავნეთ შეცდომა, რათა შეატყობინოთ რედაქტორებს.
თუ ტექსტში შეცდომას აღმოაჩენთ, აირჩიეთ ის მაუსით და დააჭირეთ Ctrl+Enter ან ამ ღილაკს. თუ ტექსტში შეცდომას აღმოაჩენთ, მონიშნეთ იგი მაუსით და დააწკაპუნეთ ამ ღილაკზე მონიშნული ტექსტი ძალიან გრძელია!
ასევე წაიკითხეთ