ქუთათელ-გაენათელმა მიტროპოლიტმა იოანემ დიაკონი ლაზარე გვენცაძე მღვდლად აკურთხა

31 აგვისტო 10:28
208
ხელდასხმა ქუთაისის ყოვლადწმიდა ღვთისმშობლის მიძინების-სიონის(ბაგრატი) საკათედრო ტაძარში. ფოტო: ეპარქიის გვერდი ხელდასხმა ქუთაისის ყოვლადწმიდა ღვთისმშობლის მიძინების-სიონის(ბაგრატი) საკათედრო ტაძარში. ფოტო: ეპარქიის გვერდი

ქუთაისის ბაგრატის საკათედრო ტაძარში მღვდლად ხელდასხმის საიდუმლოება აღესრულა.

30 აგვისტოს, ქუთაისის ყოვლადწმიდა ღვთისმშობლის მიძინების-სიონის (ბაგრატის) საკათედრო ტაძარში, ქუთათელ-გაენათელმა მიტროპოლიტმა იოანემ დიაკონ ლაზარე გვენცაძეს მღვდლად ხელი დაასხა.

სადღესასწაულო ღვთისმსახურებისას აღსრულებული მღვდლად ხელდასხმის საიდუმლოებით, დიაკონი ლაზარე გვენცაძე ქრისტეს ეკლესიის საკურთხევლის მსახურთა რიგს შეემატა.

მღვდელი ლაზარე გვენცაძე სამღვდელო მსახურებას ქუთაისის წმინდა გაბრიელ ეპისკოპოსის (ქიქოძე) სახელობის ტაძარში გააგრძელებს.

ქუთაისისა და გაენათის ეპარქია მამა ლაზარეს მღვდლად კურთხევას ულოცავს და უსურვებს ღვთის შეწევნას, სულიერ სიმტკიცესა და ნაყოფიერ სამღვდელო მსახურებას.

მართლმადიდებელ ჟურნალისტთა კავშირი წერდა, კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ეროვნული სააგენტოს განცხადება.

თუ შეამჩნევთ შეცდომას, აირჩიეთ საჭირო ტექსტი და დააჭირეთ Ctrl+Enter ან გაგზავნეთ შეცდომა, რათა შეატყობინოთ რედაქტორებს.
თუ ტექსტში შეცდომას აღმოაჩენთ, აირჩიეთ ის მაუსით და დააჭირეთ Ctrl+Enter ან ამ ღილაკს. თუ ტექსტში შეცდომას აღმოაჩენთ, მონიშნეთ იგი მაუსით და დააწკაპუნეთ ამ ღილაკზე მონიშნული ტექსტი ძალიან გრძელია!
ასევე წაიკითხეთ