ღვთისმშობლის ტაძარად მიყვანების სახელობის ტაძრის სამრევლო ბათუმისა და ლაზეთის ეპარქიას მოილოცავს
ზუგდიდისა და ცაიშის მიტროპოლიტ გერასიმეს ლოცვა-კურთხევით, სამრევლო ბათუმისა და ლაზეთის ეპარქიაში მომლოცველობით გაემგზავრება.
შაბათს, წმინდა ილია მართლის (ჭავჭავაძის) ხსენების დღეს, მომლოცველები ბათუმის წმინდა ილია მართლის სახელობის ტაძარში დაესწრებიან საღვთო ლიტურგიას.
მომლოცველობის ფარგლებში ასევე დაგეგმილია წმინდა მატათა მოციქულის საფლავისა და წმინდა სამების მონასტრის მოლოცვა.
მგზავრობისას მონაწილეები შეკვეთილის მინიატურული პარკის დათვალიერებასაც შეძლებენ.
მომლოცველთა გასვლა ორსანტიის ტაძრიდან დილის 06:00 საათზე იგეგმება.
მართლმადიდებელ ჟურნალისტთა კავშირი წერდა, მიტროპოლიტმა დიმიტრიმ „ბეთლემის“ ცენტრის მშენებლობა მოინახულა.
0
0
თუ შეამჩნევთ შეცდომას, აირჩიეთ საჭირო ტექსტი და დააჭირეთ Ctrl+Enter ან გაგზავნეთ შეცდომა, რათა შეატყობინოთ რედაქტორებს.
ასევე წაიკითხეთ
მეუფე გიორგი: „ტექნოლოგია უნდა ემსახურებოდეს ადამიანს და არა პირიქით“
16 ოქტომბერი 22:47
ფილადელფიაში სვეტიცხოვლობა საზეიმო ღვთისმსახურებით აღინიშნა
16 ოქტომბერი 13:39
საქართველოს საპატრიარქო განცხადებას ავრცელებს
16 ოქტომბერი 12:09