მიტროპოლიტმა დიმიტრიმ „ბეთლემის“ ცენტრის მშენებლობა მოინახულა
მეუფე დიმიტრი ადგილზე მიმდინარე სამშენებლო სამუშაოებს გაეცნო და მშენებლობის მიმდინარეობის შესახებ ინფორმაცია მიიღო.
ამა წლის 2 სექტემბერს ბათუმისა და ლაზეთის მიტროპოლიტმა დიმიტრიმ საქველმოქმედო-საგანმანათლებლო ცენტრ „ბეთლემის“ მშენებლობა მოინახულა.
მეუფე დიმიტრი ადგილზე მიმდინარე სამუშაოებს გაეცნო, მათ შორის, ბეტონის ჩასხმის პროცესს და მშენებლობის მიმდინარეობის შესახებ ინფორმაცია მიიღო.
მიტროპოლიტმა ასევე მოინახულა გონიოში წმინდა მოციქულთა თავთა პეტრესა და პავლეს სახელობის ტაძრის მშენებლობა და ადგილზე მიმდინარე სამუშაოებს გაეცნო.
სამშენებლო პროცესების მონახულებისას ყურადღება გამახვილდა პროექტების ეტაპობრივ განხორციელებასა და სამუშაოების სათანადოდ წარმართვის მნიშვნელობაზე.
მართლმადიდებელ ჟურნალისტთა კავშირი წერდა, ბათუმის წმინდა ნიკოლოზის სახელობის ტაძარი.
0
0
თუ შეამჩნევთ შეცდომას, აირჩიეთ საჭირო ტექსტი და დააჭირეთ Ctrl+Enter ან გაგზავნეთ შეცდომა, რათა შეატყობინოთ რედაქტორებს.
ასევე წაიკითხეთ
მეუფე გიორგი: „ტექნოლოგია უნდა ემსახურებოდეს ადამიანს და არა პირიქით“
16 ოქტომბერი 22:47
ფილადელფიაში სვეტიცხოვლობა საზეიმო ღვთისმსახურებით აღინიშნა
16 ოქტომბერი 13:39
საქართველოს საპატრიარქო განცხადებას ავრცელებს
16 ოქტომბერი 12:09