FS Odishi-ს U-11 გუნდი ბათუმის საფეხბურთო ფესტივალზე გაემგზავრა
ზუგდიდისა და ცაიშის მიტროპოლიტ გერასიმეს ლოცვა-კურთხევით, გუნდის გამგზავრებამდე დეკანოზმა ლაზარე ჯიქიამ ფეხბურთელებისთვის სავედრებელი პარაკლისი აღავლინა.
3 სექტემბერს საფეხბურთო კლუბ FS Odishi-ს U-11 ასაკობრივი გუნდი ბათუმში გაემგზავრა, სადაც მონაწილეობას მიიღებს საერთაშორისო საფეხბურთო ფესტივალში „BLACK SEA 2026 FESTIVAL“.
გუნდის გამგზავრებას წინ უძღოდა სავედრებელი პარაკლისი, რომელიც ზუგდიდისა და ცაიშის მიტროპოლიტ გერასიმეს ლოცვა-კურთხევით, დეკანოზმა ლაზარე ჯიქიამ აღავლინა.
ლოცვის დროს სასულიერო პირმა ახალგაზრდა ფეხბურთელებს წარმატებული ასპარეზობა, მშვიდობა და ღვთის შეწევნა უსურვა.
საერთაშორისო ფესტივალი ახალგაზრდა ფეხბურთელებისთვის სპორტული გამოცდილების მიღებისა და სხვადასხვა ქვეყნისა და კლუბის წარმომადგენლებთან ურთიერთობის შესაძლებლობას წარმოადგენს.
მართლმადიდებელ ჟურნალისტთა კავშირი წერდა, ქრისტიანობის 1700 წლისთავი — საგანმანათლებლო შეხვედრა ზუგდიდში.
0
0
თუ შეამჩნევთ შეცდომას, აირჩიეთ საჭირო ტექსტი და დააჭირეთ Ctrl+Enter ან გაგზავნეთ შეცდომა, რათა შეატყობინოთ რედაქტორებს.
ასევე წაიკითხეთ
მეუფე გიორგი: „ტექნოლოგია უნდა ემსახურებოდეს ადამიანს და არა პირიქით“
16 ოქტომბერი 22:47
ფილადელფიაში სვეტიცხოვლობა საზეიმო ღვთისმსახურებით აღინიშნა
16 ოქტომბერი 13:39
საქართველოს საპატრიარქო განცხადებას ავრცელებს
16 ოქტომბერი 12:09