ზუგდიდისა და ცაიშის ეპარქიის მილოცვა ახლადჩარიცხულ სტუდენტებს
25 აგვისტოს აბიტურიენტებისთვის ცნობილი გახდა, თუ რომელ უმაღლეს სასწავლებლებში ჩაირიცხნენ ისინი.
ზუგდიდისა და ცაიშის ეპარქია გულითადად ულოცავს თითოეულ ახლადჩარიცხულ სტუდენტს ამ მნიშვნელოვან და სასიხარულო წარმატებას.
ახალი სასწავლო ეტაპი ახალგაზრდების ცხოვრებაში განსაკუთრებული პასუხისმგებლობისა და ახალი შესაძლებლობების დასაწყისია. უნივერსიტეტში სწავლა ცოდნის მიღებასთან ერთად საკუთარი შესაძლებლობების აღმოჩენის, პიროვნული განვითარების და მომავალი პროფესიული გზის განსაზღვრის მნიშვნელოვანი პერიოდია.
ეპარქია თითოეულ ახალგაზრდას უსურვებს წარმატებას, სულიერ სიმტკიცესა და კეთილგონიერებას.
,,ღმერთმა დალოცოს თითოეული სტუდენტი, მისცეს ძალა, სიბრძნე და კეთილგონიერება, რათა წარმატებით გაიარონ ცხოვრების ეს ახალი ეტაპი, ღვთის სადიდებლად და სამშობლოს საკეთილდღეოდ.”_აღნიშნულია ეპარქიის მილოცვის წერილში.
მართლმადიდებელ ჟურნალისტთა კავშირი წერდა, ქრისტიანობის 1700 წლისთავი — საგანმანათლებლო შეხვედრა ზუგდიდში.