საჩხერის სოფელ ქორეთში კვირაცხოვლობის სახელობის ტაძარი აკურთხეს
ტაძრის კურთხევის შემდეგ მეუფე დანიელმა სოფლის მოსახლეობა დალოცა და სამრევლო ცხოვრებაში აქტიური ჩართვისკენ მოუწოდა.
2026 წლის 31 აგვისტოს, მისი მაღალყოვლადუსამღვდელოესობის, ჭიათურისა და საჩხერის მიტროპოლიტ დანიელის ლოცვა-კურთხევით, საჩხერის მუნიციპალიტეტის სოფელ ქორეთში, უბან პასიეთში, კვირაცხოვლობის სახელობის ტაძარი აკურთხეს.
ტაძრის კურთხევის მსახურება სავანის წმინდა გიორგის სახელობის ტაძრის წინამძღვარმა, არქიმანდრიტმა ზოსიმემ (ყაველაშვილი) აღასრულა.
მსახურების დასრულების შემდეგ ტაძარში ჭიათურისა და საჩხერის მიტროპოლიტი დანიელი მობრძანდა. მეუფემ სოფლის მოსახლეობა დალოცა, მათ ახალი ტაძრის კურთხევა მიულოცა და მრევლს სამრევლო ცხოვრებაში აქტიური ჩართვისკენ მოუწოდა.
სოფელ ქორეთის კვირაცხოვლობის სახელობის ტაძარში მღვდელმსახურებას მღვდელი გიორგი (ხობუა) აღასრულებს.
მართლმადიდებელ ჟურნალისტთა კავშირი წერდა, სასულიერო პირები დღევანდელი დღის მნიშვნელობაზე საუბრობენ.
0
0
თუ შეამჩნევთ შეცდომას, აირჩიეთ საჭირო ტექსტი და დააჭირეთ Ctrl+Enter ან გაგზავნეთ შეცდომა, რათა შეატყობინოთ რედაქტორებს.
ასევე წაიკითხეთ
მეუფე გიორგი: „ტექნოლოგია უნდა ემსახურებოდეს ადამიანს და არა პირიქით“
16 ოქტომბერი 22:47
ფილადელფიაში სვეტიცხოვლობა საზეიმო ღვთისმსახურებით აღინიშნა
16 ოქტომბერი 13:39
საქართველოს საპატრიარქო განცხადებას ავრცელებს
16 ოქტომბერი 12:09