„ახალი ბანას“ ბავშვთა გუნდში მიღება იწყება
5 სექტემბერს, ხაშურის სამუსიკო სკოლაში, ბავშვთა გუნდის ახალი წევრების შესარჩევი მოსმენა გაიმართება.
„ახალი ბანას“ ბავშვთა გუნდი ახალ წევრებს იღებს. მსურველებისთვის მოსმენა 5 სექტემბერს, 12:00 საათზე გაიმართება.
შერჩევა ჩატარდება ხაშურის სამუსიკო სკოლაში, მისამართზე: თამარ მეფის ქუჩა №1.
დამატებითი ინფორმაციისთვის შეგიძლიათ დარეკოთ ტელეფონის ნომერზე: 551 222 006.
გუნდში გაწევრიანების ყველა მსურველს შეუძლია მიიღოს მონაწილეობა.
მართლმადეიდებელ ჟურნალისტთა კავშირი წერდა, „ახალი ბანას გუნდმა“ სოლო კონცერტი გამართა ყვარელში.
0
0
თუ შეამჩნევთ შეცდომას, აირჩიეთ საჭირო ტექსტი და დააჭირეთ Ctrl+Enter ან გაგზავნეთ შეცდომა, რათა შეატყობინოთ რედაქტორებს.
ასევე წაიკითხეთ
საქართველოს საპატრიარქო განცხადებას ავრცელებს
გუშინ 12:09