ქუთათელ-გაენათელმა მიტროპოლიტმა იოანემ დიაკონი ლაზარე გვენცაძე მღვდლად აკურთხა
ქუთაისის ბაგრატის საკათედრო ტაძარში მღვდლად ხელდასხმის საიდუმლოება აღესრულა.
30 აგვისტოს, ქუთაისის ყოვლადწმიდა ღვთისმშობლის მიძინების-სიონის (ბაგრატის) საკათედრო ტაძარში, ქუთათელ-გაენათელმა მიტროპოლიტმა იოანემ დიაკონ ლაზარე გვენცაძეს მღვდლად ხელი დაასხა.
სადღესასწაულო ღვთისმსახურებისას აღსრულებული მღვდლად ხელდასხმის საიდუმლოებით, დიაკონი ლაზარე გვენცაძე ქრისტეს ეკლესიის საკურთხევლის მსახურთა რიგს შეემატა.
მღვდელი ლაზარე გვენცაძე სამღვდელო მსახურებას ქუთაისის წმინდა გაბრიელ ეპისკოპოსის (ქიქოძე) სახელობის ტაძარში გააგრძელებს.
ქუთაისისა და გაენათის ეპარქია მამა ლაზარეს მღვდლად კურთხევას ულოცავს და უსურვებს ღვთის შეწევნას, სულიერ სიმტკიცესა და ნაყოფიერ სამღვდელო მსახურებას.
მართლმადიდებელ ჟურნალისტთა კავშირი წერდა, კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ეროვნული სააგენტოს განცხადება.
0
0
თუ შეამჩნევთ შეცდომას, აირჩიეთ საჭირო ტექსტი და დააჭირეთ Ctrl+Enter ან გაგზავნეთ შეცდომა, რათა შეატყობინოთ რედაქტორებს.
ასევე წაიკითხეთ
მეუფე გიორგი: „ტექნოლოგია უნდა ემსახურებოდეს ადამიანს და არა პირიქით“
16 ოქტომბერი 22:47
ფილადელფიაში სვეტიცხოვლობა საზეიმო ღვთისმსახურებით აღინიშნა
16 ოქტომბერი 13:39
საქართველოს საპატრიარქო განცხადებას ავრცელებს
16 ოქტომბერი 12:09