ბერმუხის მამათა მონასტერში მარიამობას სადღესასწაულო მსახურებები ჩატარდება
27–28 აგვისტოს ბერმუხის მამათა მონასტერში მარიამობის დღესასწაულთან დაკავშირებით საზეიმო ღვთისმსახურებები აღესრულება.
27 აგვისტოს, ხუთშაბათს, ბერმუხის მამათა მონასტერში აღესრულება მწუხრის მსახურება და პურის კურთხევა.
28 აგვისტოს, პარასკევს, ყოვლადწმინდა ღვთისმშობლის მიძინების დღესასწაულზე, ცისკრის ლოცვა დილის 07:00 საათზე დაიწყება, ხოლო ჟამნები და საღმრთო ლიტურგია 09:00 საათზე აღესრულება.
მარიამობის დიდებულ დღესასწაულზე მონასტერში მორწმუნეებს შესაძლებლობა ექნებათ, საზეიმო ღვთისმსახურებაში მიიღონ მონაწილეობა და ლოცვით აღნიშნონ ყოვლადწმინდა ღვთისმშობლის მიძინების დღე.
მართლმადიდებელ ჟურნალისტთა კავშირი წერდა, 21 აგვისტოს მართლმადიდებელი ეკლესია წმინდა ექვთიმე გარეჯელს მოიხსენიებს.
0
0
რუის-ურბნისის ეპარქია
ურბნისისა და რუისის მიტროპოლიტი იობი
მართლმადიდებლობა
ღვთისმსახურება
ღვთისმშობელი
თუ შეამჩნევთ შეცდომას, აირჩიეთ საჭირო ტექსტი და დააჭირეთ Ctrl+Enter ან გაგზავნეთ შეცდომა, რათა შეატყობინოთ რედაქტორებს.
ასევე წაიკითხეთ
მიტროპოლიტმა ილარიონმა საპატიო სიგელით დააჯილდოვა საერო პირები
05 ოქტომბერი 15:57
მიტროპოლიტმა იობმა ბერმუხის მამათა მონასტერში საღმრთო ლიტურგია აღავლინა
05 ოქტომბერი 15:41