საუკუნეების შემდეგ სქურის მაცხოვრის შობის ტაძარში მღვდელ-მონაზვნად ხელდასხმა აღსრულდა
ფერისცვალების დიდებულ დღესასწაულზე სქურის ფერისცვალების მამათა მონასტრის ბერ-დიაკონი გიორგი (ქობალია) მღვდელ-მონაზვნად აკურთხეს.
საუკუნეების შემდეგ, სქურის მაცხოვრის შობის ტაძარში მნიშვნელოვანი და ისტორიული მოვლენა აღსრულდა — მღვდელ-მონაზვნად ხელდასხმა.
შეგახსენებთ, რომ ფერიცვალების დიდებულ დღესასწაულზე, მაღალყოვლადუსამღვდელოესმა ზუგდიდისა და ცაიშის მიტროპოლიტმა გერასიმემ მაცხოვრის შობის ტაძარში სქურის ფერისცვალების მამათა მონასტრის ბერ-დიაკონი გიორგი (ქობალია) მღვდელ-მონაზვნად აკურთხა.
ეს დღე განსაკუთრებული სიხარულისა და მადლიერების მომტანი გახდა როგორც სქურის ფერისცვალების მამათა მონასტრის საძმოსთვის, ისე ადგილობრივი მრევლისა და მთელი ეპარქიისთვის.
მართლმადიდებელ ჟურნალისტთა კავშირის სახელით კიდევ ერთხელ ვულოცავთ მღვდელ-მონაზონ გიორგის ამ უმნიშვნელოვანეს დღეს და ვუსურვებთ ღვთის შეწევნას, სულიერ სიმტკიცესა და ნაყოფიერ მსახურებას უფლის წმინდა ეკლესიის საკეთილდღეოდ.
მართლმადიდებელ ჟურნალისტთა კავშირი წერდა, ქრისტიანობის 1700 წლისთავი — საგანმანათლებლო შეხვედრა ზუგდიდში.