სნოს ისტორიული სკოლის ადგილას ახალი მშენებლობა იგეგმება

14 აგვისტო 14:43
333
სტეფანწმინდისა და ხევის მთავარეპისკოპოსი იეგუდიელი. ფოტო: საქართველოს ინფრასტრუქტურის სამინისტრო სტეფანწმინდისა და ხევის მთავარეპისკოპოსი იეგუდიელი. ფოტო: საქართველოს ინფრასტრუქტურის სამინისტრო

ინფრასტრუქტურის მინისტრი სოფელ სნოს საჯარო სკოლის პედაგოგებსა და მოსწავლეთა მშობლებს შეხვდა.

ინფრასტრუქტურის მინისტრი რევაზ სოხაძე, მუნიციპალური განვითარების ფონდის აღმასრულებელ დირექტორ გიორგი შონიასთან, საქართველოს პარლამენტის წევრ ალუდა ღუდუშაურთან და ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლებთან ერთად, ყაზბეგის მუნიციპალიტეტის სოფელ სნოს საჯარო სკოლის პედაგოგებსა და მოსწავლეთა მშობლებს შეხვდა.

შეხვედრაზე სკოლის არსებული მდგომარეობა და ახალი სასკოლო შენობის მშენებლობასთან დაკავშირებული საკითხები განიხილეს.

სკოლის რეაბილიტაციის პროცესის შესწავლისა და ლევან სამხარაულის სახელობის სასამართლო ექსპერტიზის ეროვნული ბიუროს დასკვნის საფუძველზე დადგინდა, რომ არსებული ნაგებობა უსაფრთხოების თანამედროვე სტანდარტებს ვერ აკმაყოფილებს და მისი შემდგომი ექსპლუატაცია და ტექნიკური შენარჩუნება შეუძლებელია. შესაბამისად, მიღებულია გადაწყვეტილება, არსებული შენობის ადგილას ახალი, თანამედროვე სტანდარტების შესაბამისი სკოლის აშენების შესახებ.

ახალი შენობის მშენებლობისას მაქსიმალურად იქნება გამოყენებული არსებული სკოლის მასალა, რათა შენარჩუნდეს ისტორიული იერსახე, ავთენტურობა და სკოლის საუკუნოვანი ტრადიციები.

ყაზბეგის მუნიციპალიტეტის სოფელ სნოში მდებარე ისტორიული სკოლა 1903 წლიდან ემსახურება ადგილობრივ მოსახლეობას და არაერთი თაობა აღუზრდია. სკოლაში სწავლობდა სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი, უწმინდესი და უნეტარესი ილია მეორე.

მართლმადიდებელ ჟურნალისტთა კავშირი წერდა, ყაზბეგში უწმინდესისა და უნეტარესის, ილია II-ის ხსოვნისადმი მიძღვნილი საღამო გაიმართა.

თუ შეამჩნევთ შეცდომას, აირჩიეთ საჭირო ტექსტი და დააჭირეთ Ctrl+Enter ან გაგზავნეთ შეცდომა, რათა შეატყობინოთ რედაქტორებს.
თუ ტექსტში შეცდომას აღმოაჩენთ, აირჩიეთ ის მაუსით და დააჭირეთ Ctrl+Enter ან ამ ღილაკს. თუ ტექსტში შეცდომას აღმოაჩენთ, მონიშნეთ იგი მაუსით და დააწკაპუნეთ ამ ღილაკზე მონიშნული ტექსტი ძალიან გრძელია!
ასევე წაიკითხეთ