ხობის ღვთისმშობლის მონასტერში წმინდა ცოტნე აღმსარებლის ხსენების დღე აღინიშნა
12 აგვისტოს ხობის ღვთისმშობლის მიძინების სახელობის მონასტერში წმინდა ცოტნე აღმსარებლის ხსენების დღესთან დაკავშირებით სადღესასწაულო წირვა-ლოცვა აღევლინა.
საღმრთო ლიტურგია ფოთისა და ხობის მიტროპოლიტმა, მეუფე გრიგოლმა, ეპარქიის სამღვდელოებასთან ერთად აღასრულა.
მსახურების დროს მეუფე გრიგოლმა 11 აგვისტოს გარდაცვლილი ფოთის ივერიის ყოვლადწმინდა ღვთისმშობლის ხატის სახელობის ტაძრის მღვდელმსახური, დეკანოზი იოსებ ხურცილავა მოიხსენია.
ქადაგებისას მიტროპოლიტმა წმინდა ცოტნე დადიანის ღვაწლზე ისაუბრა და აღნიშნა მისი განსაკუთრებული როლი საქართველოს ისტორიაში. მეუფემ წმინდანის მაგალითზე ერთგულების, თავდადებისა და სამშობლოს სიყვარულის მნიშვნელობას გაუსვა ხაზი.
მსახურების დასასრულს ფოთისა და ხობის მიტროპოლიტმა ტაძარში შეკრებილი მრევლი და სტუმრები დალოცა.
მართლმადიდებელ ჟურნალისტთა კავშირი წერდა, თბილისში წმინდა ცოტნე აღმსარებლისა და წმინდა მამა გაბრიელის სახელობის ტაძრის საძირკველი იკურთხება.
0
0
ფოთის და ხობის ეპარქია
გრიგოლი – ფოთისა და ხობის მიტროპოლიტი
წმინდა ცოტნე აღმსარებელი
ღვთისმსახურება
თუ შეამჩნევთ შეცდომას, აირჩიეთ საჭირო ტექსტი და დააჭირეთ Ctrl+Enter ან გაგზავნეთ შეცდომა, რათა შეატყობინოთ რედაქტორებს.
ასევე წაიკითხეთ
საქართველოს საპატრიარქო განცხადებას ავრცელებს
გუშინ 12:09