თბილისში წმინდა ცოტნე აღმსარებლისა და წმინდა მამა გაბრიელის სახელობის ტაძრის საძირკველი იკურთხება
25 ივლისს ნაძალადევში მშენებარე ტაძრის საძირკვლის კურთხევის ცერემონიას წალკელი ეპისკოპოსი გრიგოლი (კაცია) აღასრულებს.
25 ივლისს, 12:00 საათზე, ქ. თბილისში, ნაძალადევის რაიონში, ცოტნე დადიანის ქუჩა №100-ში, გაიმართება წმინდა ცოტნე აღმსარებლის (დადიანის) სახელობის ტაძრისა და წმინდა მამა გაბრიელ აღმსარებლის (ურგებაძის) ეკვდერის მშენებარე ტაძრის საძირკვლის კურთხევა.
საძირკვლის კურთხევის წმინდა წესს აღასრულებს წალკელი ეპისკოპოსი გრიგოლი (კაცია).
ტაძრის მშენებლობის დაწყება მნიშვნელოვანი სულიერი მოვლენაა, რომელიც საფუძველს ჩაუყრის ახალი სალოცავის აღმართვას და კიდევ უფრო გააძლიერებს მართლმადიდებელთა სულიერ ცხოვრებას.
ორგანიზატორები ყველას მოუწოდებენ, მობრძანდნენ და ლოცვითა და დასწრებით გაიზიარონ ეს ისტორიული და სულიერი მნიშვნელობის დღე. ღმერთმა დალოცოს სრულიად საქართველო!
მართლმადიდებელ ჟურნალისტთა კავშირი წერდა, მიტროპოლიტმა გერასიმემ კორცხელის დედათა მონასტერში ჯვარი აკურთხა.